ანტისეპტიკური კრემი კურკუმისგან, რომელიც სწრაფად მოგიშუშებთ ჭრილობებს

შემოგთავაზებთ კურკუმას ბაზაზე მომზადებულ ანტისეპტიკური მალამოს რეცეპტს, რომელიც საუკეთესოა დაზიანებული კანის აღსადგენად, ჭრილობებისა და ნაკაწრების შესახორცებლად, ტკივილის დასამებლად.

ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული კურკუმა გამოიყენება აკნეს, როზაცეას, ლაქების, სისხლჩაქცევების, ფსორიაზის, დერმატიტის, ალოპეციას (თმის საფარველის დაკარგვა), ვიტილიგოს (კანის დაავადება), წყლულების სამკურნალოდ.

მალამო აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და კანს უნარჩუნებს ტენიანობას.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კურკუმას ფხვნილი 30 გრ
  • ნიმის ზეთი 60 მლ
  • ქოქოსის ზეთი 30 მლ
  • ლიმონის წვენი 30 მლ
  • ჩაის ხის ზეთი 10 წვეთი

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ მინის ჭურჭელში ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებული მასა გადაიტანეთ მინის თავდახურულ კონტეინერში.
  2. მალამო დაზიანებულ ადგილზე შეიზილეთ დღეში 3-4-ჯერ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი.

მალამოს ჭრილობაზე გამოყენებამდე ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე. კანის მცირე მონაკვეთზე შეიზილეთ ცოტა მალამო და დაელოდეთ შედეგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!