ფეხების მარტივი აბაზანა, რომელიც დაგავიწყებთ სიმძიმის შეგრძნებას, დისკომფორტსა და მუხლების ტკივილს

სამკურნალო აბაზანები, ეფექტური და მარტივი მეთოდი. მეთოდი, რომლის დახმარებით შეძლებთ ორგანიზმის მარტივ და სწრაფ დეტოქსიკაციას, შეგიმსუბუქებთ სახსრების ტკივილს, მოგიხსნით დაღლილობას, შეშუპებას.

ეს მეთოდი შეუცვლელია ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის და დაგეხმარებათ გაცილებით უკეთ და ხალისიანად იგრძნოთ თავი როგორც ზაფხულის ცხელ დღეებში, ისე ცივ სეზონში.

სამკურნალო აბაზანების გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 1-2-ჯერ, ხოლო ფეხის აბაზანების გაკეთება შეგიძლიათ ყოველ დღე. პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობთ შედეგს.

მოცემული რეცეპტები გათვლილია აბაზანის მოცულობაზე, ხოლო თუ ფეხის აბაზანების გაკეთებას გადაწყვეტთ, მაშინ ინგრედიენტების პროპორციები შეამცირეთ 5-ჯერ.

რეცეპტი N1

აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საკვები სოდა 100 გრ
  • ჰიმალაის ან ზღვის მარილი 100 გრ
  • მაგნიუმის სულფატი (მაგნეზია) 50 გრ
  • ვაშლის ძმარი 100 მლ
  • 10 წვეთი ციტრუსის ეთერზეთი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიჭვის ან სოჭის ზეთი)

მომზადების წესი:  

  1. პირველ რიგში, მოამზადეთ მარილხსნარი. ქილაში ჩაყარეთ ინგრედიენტების ჩამონთვალში მოცემული რაოდენობის ჰიმალაის მარილი, დაასხით ცოტა თბილი წყალი და აურიეთ.
  2. აბაზანა გაავსეთ თბილი წყლით, დაამატეთ ვაშლის ძმარი, წინასწარ მომზადებული მარილხსნარი, სოდა და ეთერზეთი.
  3. მომზადებულ აბაზანაში ჩაწექით 30 წუთი. მაღალი წნევის  შემთხვევაში რეკომენდებულია აბაზანა გაიკეთოთ ფეხებზე. არ დაგავიწყდეთ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინგრედიენტების პროპორციებს ამცირებთ 5-ჯერ.

რეცეპტი N2

მოცემული საშუალება სწრაფად მოგიხსნით დაღლილობას, თავის ტკივილს, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და ხელს უწყობს კანის პრობლემების აღმოფხვრას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ბენტონიტის თიხა ნახევარი ჩ. ჭ. (შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი და ხელმისაწვდომი სხვა თიხა)
  • მაგნიუმის სულფატი 100 გრ
  • თქვენთვის სასურველი ეთერზეთის 5 წვეთი

მომზადების წესი:

  1. ცოტა ცხელ წყალში გახსენით მაგნიუმის სულფატი და დაამატეთ ეთერზეთი. შემდეგ დაამატეთ თიხა და ცოტა წყალი ისე, რომ მიიღოთ რბილი პასტისებური მასა. მოსარევად გამოიყენეთ ხის ან პლასტმასის კოვზი.
  2. მომზადებული მასა დაიტანეთ დატენიანებულ სხეულზე და 5 წუთის განმავლობაში მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ მთელ სხეულზე. ამ გზით დააჩქარებთ სისხლის მიმოქცევას, ხსნის კანის ფორებს და ბევრად უფრო ეფექტურს გახდის დეტოქსიკაციის პროცესს.
  3. აბაზანა გაავსეთ თბილი წყლით, დაამატეთ მარილხსნარი (100 გრ ჰიმალაის ან ზღვის მარილისა და ცოტა თბილი წყლის ნარევი) და ჩაწექით 20 წუთი.

რეცეპტი N3

სამკურნალო აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 50 მლ წყალბადის ზეჟანგის ხსნარი
  • ჯანჯაფილის ფხვნილი 10 გრ

ინსტრუქცია:

აბაზანა აავსეთ თბილი წყლით და დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები, აურიეთ და ჩაწექით 30 წუთი. დრო არ გადააჭარბოთ.

ეს მკურნალობა შესანიშნავია ტოქსინების, ალერგიის და კანის დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამცირებს სახსრებისა და თავის ტკივილებს, ხსნის დაღლილობას.

რეცეპტი N4

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პიტნის ნაყენი 1 ჩ. ჭ.
  • წყალი 100 მლ
  • ცისფერი თიხა 100 გრ
  • მაგნიუმის სულფატი 25 გრ

მომზადების წესი:

პირველ რიგში, ამზადებთ პიტნის ნაყენს. 1 ს. კ. დაქუცმაცებულ პიტნას დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი და რამდენიმე წუთი დააყოვნეთ. შემდეგ გადაწურეთ.

აბაზანა აავსეთ თბილი წყლით და დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები. აბაზანა მიიღეთ 20-25 წუთის განმავლობაში. სამკურნალო აბაზანა მოგიხსნით ნერვულ დაძაბულობას, თავის ტკივილს, ფიზიკური დაღლილობას, ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას. აბაზანის მიღების შემდეგ შეძლებთ მშვიდად დაძინებას.

თუ თქვენ კანის პრობლემები ან ჰორმონალური დისბალანსი გაქვთ, დაამატეთ 1 ჩ. ჭ. სალბის ნაყენი (1 ს. კ. დაქუცმაცებულ სალბს დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი).

გისურვებთ ჯანმრთელობას!