შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ნიღბების რეცეპტებს, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ თმის კვებასა და დატენიანებას. მოცემული ნიღბები აფერხებს თმის ცვენას, ზრდის მოცულობას.
1. თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი
თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი მოსამზადებლად უმარტივესი და საოცრად ეფექტური საშუალებაა. თაფლი არბილებს, ატენიანებს თმას, ასტიმულირებს თმის ზრდას და აჩერებს თმის ცვენას.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 3 ს. კ. თაფლი
- 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მზა მასა დაიტანეთ სუფთა და ნესტიან თმაზე. შეიზილეთ თავის კანზე. გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. გააჩერეთ 10-20 წუთი და შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
2. ავოკადოს ნიღაბი
მრავალი სასარგებლო თვისებით გაჯერებული ავოკადო ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიური ხაზით. იგი გაჯერებულია ცხიმებითა და ცილებით, რომლებიც არბილებს, აძლიერებს, ატენიანებს თმას და ხდის მას აბრეშუმისებრს.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნახევარი ავოკადო
- რამდენიმე წვეთი პიტნის ეთერზეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ავოკადო დაჭერით და დააბლენდერეთ, დაამატეთ პიტნის ეთერზეთი და კარგად აურიეთ.
ნიღაბი შეიზილეთ სუფთა და ნესტიან თმაზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
3. ქოქოსის ზეთისა და თაფლი
თაფლისა და ქოქოსის ზეთის კომბინაცია საუკეთესოა თმისთვის. ქოქოსის ზეთი ხელს უწყობს თაფლის მიერ წარმოქმნილი ჰიდრატაციის გაუმჯობესებას.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ს. კ. თაფლი
- ნახევარი ს. კ. ქოქოსის კარაქი
მომზადების წესი:
ქოქოსის კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე ოდნავ გაააგრილეთ, დაამატეთ თაფლი და დაუყონებლივ შეიზილეთ თმის ძირებზე.
მოცემული ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნესტიან, ისე მშრალ თმაზე. შემდეგ დაივარცხნეთ თმა ფართოკბილიანი სავარცხლით და ნაზად შეიზილეთ ხელებით. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ ნახევარი საათი. თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!