შემოგთავაზებთ ხაჭოს უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. ხაჭოსა და ლიმონის არომატით გაჯერებული, შოკოლადის ნაზი მინანქრით დაფარული დესერტი ისეთი გემრიელია, რომ მასზე უარის თქმა გაგიჭირდებათ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 500 გრ ხაჭო
- 4 ცალი კვერცხი
- 200 გრ შაქარი
- ლიმონის ცედრა 1 ს. კ.
- 130 გრ კარაქი
- 40 გრ ქიშმიში
- 1 ს. კ. მანანის ბურღული
მომზადების წესი:
- კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან.
- თუ გსურთ, ხაჭოს დესერტი ნაზი გამოგივიდეთ, ხაჭო გაატარეთ საცერში. ცალკე თასში ათქვიფეთ 150 გრ შაქარი და კვერცხის გული. შემდეგ დაამატეთ მანანი, ქიშმიში, ლიმონის ცედრა, 100 გრ დარბილებული კარაქი, ხაჭო და აურიეთ.
- ცილა ათქვიფეთ და ფრთხილად შეურიეთ ხაჭოიან მასას. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და გადაიტანეთ მზა მასა. გამოსაცხობად დასჭირდება 45 წუთი.
ამზადებთ მინანქარს
საჭირო ინგრედიენტები:
- დარჩენილი კარაქი
- 2 ს. კ. შაქარი
- 3 ს. კ. არაჟანი
- 2 ს. კ. კაკაოს ფხვნილი
ინსტრუქცია:
კარაქისა და შაქარის ნარევი დადგით დაბალ ცეცხლზე, შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე. შემდეგ დაამატეთ არაჟანი, კაკაო და აადუღეთ.
მზა დესერტი გააგრილეთ, დაფარეთ მინანქრით და რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!