კოჟრები არის მცირე ზომის გამომშრალი კანი ფეხზე, რომელიც წარმოიქმნება მუდმივი ხახუნისგან, ზეწოლისგან. მათ წარმოქმნას იწვევს ჭარბი წონა, მოუხერხებელი ფეხსაცმელი და ბრტყელტერფიანობა.
სტატიაში შემოგთავაზებთ 3 ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომელთა წყალობით ამ უსიამოვნო პრობლემისგან საშინაო პირობებში შეძლებთ გათავისუფლებას.
მარილის ან სოდის აბაზანა
- 1 ლ ცხელ წყალში აურიეთ 1 ს. კ. მარილი და შემდეგ დაასხით 2 მლ ამიაკის სპირტი. წყალი რომ გაგრილდება, 20-25 წუთი ჩაალბეთ ფეხები.
- პროცედურის შემდეგ ფეხები დაიბანეთ და მსუბუქად შეიმშრალეთ. გამოიყენეთ პემზის ქვა ქუსლზე დარჩენილი მშრალი კანის მოსაშორებლად.
- შემდეგ დაელოდეთ სანამ კანი კარგად არ გაშრება და წაისვით დამატენიანებელი მალამო. პროცედურის დასრულების შემდეგ ჩაიცვით ბამბის წინდა.
- შეგიძლიათ მარილის ნაცვლად გამოიყენოთ სოდა და 20 გრამამდე სარეცხი საპონი.
ზეთის კომპრესები
- ზეთის კომპრესები უმოკლეს დროში გაგათავისუფლებთ ქუსლებზე არსებული გაუხეშებული კანისგან. თანაბარი რაოდენობით აიღეთ გლიცერინი და ქაფურის ზეთი.
- კარგად აურიეთ და მიღებულ ნაზვში გაჯერებული კომპრესი დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე და ამოიცვით ბამბის წინდა.
- ქაფურის ზეთი შეგიძლიათ ზეითუნის ან სელის ზეთით შეცვალოთ. თუ გსურთ, სასურველი შედეგი მიიღოთ პროცედურა თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროთ.
სააფთიაქო საშუალება
- ყველაზე ეფექტური საშუალება არის სალიცილის მალამო. მალამო წაისვით კოჟრებზე. ეცადეთ, რომ სხეულის დაუზიანებელ კანზე არ მოგიხვდეთ.
- 8-10 საათის შემდეგ მალამოს ნარჩენები ჩამოიბანეთ. პემზის საშუალებით ტერფები კარგად გაიხეხეთ. მაქსიმალური ეფექტისთვის პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 3-4-ჯერ.
- კანს რომ ზიანი არ მიაყენოთ, პროცედურებს შორის გააკეთეთ 12-15 საათამდე ინტერვალი. გამოიყენეთ ისეთი მალამოები ან კრემები, რომელთა შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპონენტები: რძემჟავა, სალიცილის ან ბენზოინის მჟავა, შარდოვანა, ცელანდინის ექსტრაქტები, ლანოლინი, მცენარეული ზეთები.
გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები და შედეგით კმაყოფილი დარჩებით