მიოკარდიუმის ინფარქტი გულის ყველაზე გავრცელებული, მძიმე და სახიფათო დაავადებაა. მიოკარდიუმის ინფარქტი რთული სამედიცინო ტერმინია, რომელიც ხალხში ცნობილია როგორც გულის შეტევა. გული სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა, ამიტომ თითოეული ადამიანი ვალდებულია იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე.
იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა საუკეთესო გამოსავალია გულის შეტევის პრევენცია.
სტატიაში შემოგთავაზებთ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომლებიც საუკეთესო საშუალებებია ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკის შესამცირებლად.
კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მაგნიუმით მდიდარი პროდუქტების მიღება აგარიდებთ გულის შეტევას ან ინსულტის რისკს. მაგნიუმის რეგულარულად გამოყენებით გულის შეტევის განვითარების ალბათობა მცირდება 10%-ით, ინსულტის_12%-ით, დიაბეტის კი_26%-ით.
ექიმების რჩევით, მამაკაცებმა დღის განმავლობაში უნდა მიიღონ დაახლოებით 300 მგ მაგნიუმი, ხოლო ქალებმა_270 მგ.
მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება ისეთი დაავადებების განვითარები მიზეზი გახდეს, როგორიცაა ჰიპერტონია, მე-2 ტიპის დიაბეტი, ქოლესტერინის დონესთან დაკავშირებული პრობლემები, არითმია, ტონზილიტი.
დაამატეთ კვების რაციონს მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები და აირიდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა. მაგნიუმით გაჯერებული პროდუქტებია: ისპანახი, ჭარხლის ფოთლები, მწვანე თალგამი, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ხუჭუჭა კომბოსტო, ნედლი კაკაო, ავოკადო, თხილეული, თესლეული, წითელი ხილი.
მაგნიუმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა ორაგული, მწვანე ხახვი, ქინძი, ოხრახუში, მდოგვი, ცერეცო, რეჰანი, არაქისი (მიწის თხილი).
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ზემოთ ხსენებული პროდუქტები და აირიედეთ გულის პრობლემები, დიაბეტი, ჰიპერტონია და სიმსუქნე. გისურვებთ ჯანმრთელობას!