ნაზი და ფაფუკი კექსი მოხარშული კრემით

შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ფუმფულა, ჰაეროვანი და ნაზი არომატით გაჯერებული კექსის რეცეპტს. კექსს განუმეორებელ გემოს ანიჭებს შესქელებული რძე.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 250 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • შესქელებული რძე 1 ქილა
  • 4 ცალი კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 1,5 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • მწიკვი ვანილი
  • ქიშმიში (სურვილისამებრ) 150 გრ

მომზადების წესი:

  1. ოთახის ტემპერატურის კარაქს დაამატეთ მარილი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი. შემდეგ დაამატეთ შესქელებული რძე. ბოლოს შეაზილეთ გაცრილი ფქვილისა და გამაფხვიერებლის ნარევი. მიიღებთ თხელ დასასხმელ მასას.
  2. თუ სურვილი გაქვთ და გიყვართ ქიშმიში შეგიძლიათ   დაამატოთ. ქიშმიშს გამოყენებამდე გადაავლეთ ცხელი წყალი, გააშრეთ, დაამატეთ სუფრის კოვზი სახამებელი და აურიეთ.
  3. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. ჩაასხით ცომი და თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი.

კექსი ფორმიდან ამოიღეთ გაგრილების შემდეგ. შეგიძლიათ დაფაროთ შაქრის ფხვნილით ან გამდნარი შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!