როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი აჯიკა 5 წუთში, ყოველგვარი ხარშვის გარეშე

ზაფხულში, როდესაც უხვად არის მწვანილი, ყოველთვის ვამზადებ ნედლ აჯიკას. აჯიკა განსაკუთრებით გემრიელია შინაური, ახალდაკრეფილი, სურნელოვანი პამიდვრით. სოუს არ სჭირდება მოხარშვა.

აჯიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პამიდორი 400 გრ
  • ნიორი 3-4 კბილი
  • მარილი გემოვნებით
  • ქინძი (დაფქვილი) 0,5 ჩ. კ.
  • შავი პიმპილი 0,5 ჩ. კ.
  • ვაშლი 1 ცალი
  • მწვანილი: კამა, ქინძი, ოხრახუში საშუალო კონა
  • ხმელი სუნელი 1 ჩ. კ.
  • გამხმარი რეჰანი 1 ჩ. კ.
  • წითელი წიწაკა 1 მწიკვი

მომზადების წესები:

1. პირველ რიგში დაჭერით მწვანილები.

2. მომჟავო ვაშლი გათალეთ და გახეხეთ.

3. ვაშლის მასას დაამატეთ მწვანილი და დაჭყლეტილი ნიორი. პამიდორი გაატარეთ და ისიც დაამატეთ მიღებული მასას. შეაზავეთ სანელებლებით, მარილით და კარგად აურიეთ.

სოუსი გამოგივათ სქელი კონსისტენციის, ზომიერად ცხარე და სანელებლების საოცარი არომატით გაჯერებული.

შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მოამზადეთ აჯიკა და დამერწმუნეთ ის თქვენი ოჯახის საყვარელი კერძი გახდება. იგი საოცარ არომატს ჰმატებს ხორციან კერძებს.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!