როგორ მოვამზადოთ ტარხუნის ლიმონათი სახლის პირობებში, საკუთარი ხელით

შემოგთავაზებთ გემრიელი, სურნელოვანი, ზურმუხტისფერი,  გამაგრილებელი, საზაფხულო სასმელის რეცეპტს.

რეცეპტი, ჯერ კიდევ, მე-19 საუკუნეში შექმნა თბილისელმა ფარმაცევტმა. გთავაზობთ უცვლელი სახით.

ტარხუნისა და ლიმონის საოცარი კომბინაცია გაგიადვილებთ ზაფხულის სიცხესთან გამკლავებას. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოხუფოთ და ზამთარშიც  დააგემოვნოთ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ტარხუნა 2 კონა
  • შაქარი 320 გრ (შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი გემოვნების მიხედვით)
  • ლიმონი 2 ცალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტებით შეძლებთ 4 ცალი ორლიტრიანი ქილის მომზადებას.
  2. ქილები და ხუფები გაასტერილეთ.
  3. ტარხუნა კარგად გარეცხეთ.
  4. ლიმონი დაჭრით და ამოაცალეთ თესლი.
  5. მზა ინგრედიენტები გაყავით ოთხ თანაბარ ნაწილად და
  6. გაანაწილეთ ქილებში, დააყარეთ 80-80 გრ შაქარი, დაასხით მდუღარე წყალი და მოხუფეთ. ქილები დააწყვეთ თავდაყირა და შეფუთეთ გაგრილებამდე.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!