შემოგთავაზებთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი. ხაჭოსა და შოკოლადის ნაზი დესერტი გამორჩეულია როგოც არომატით, ისე ვიზუალით. მოამზადეთ შავ-თეთრი გემრიელობა და ისიამოვნეთ.
უგემრიელესი დესერტის მოსამზაებლდ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 650 გრ ხაჭო
- 4 ცალი კვერცხი
- 90 გრ შაქრის ფხვნილი
- 4 ს. კ. სახამებელი
- 100 მლ ნაღები
- 60 გრ შოკოლადი
მომზადების წესი:
- კვერცხის გული და ცილა გამოყავით ერთმანეთისგან. ცილა კარგად ათქვიფეთ და შედეთ მაცივარში.
- ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ ხაჭო, შაქრის ფხვნილი, კვერცხის გულები, სახამებელი.
- ხაჭოს მასას ნაზად შეურიეთ ათქვეფილი ცილა და მიღებული მასა გაყავით 2 ნაწილად.
- გააცხელეთ ნაღები, ჩააგდეთ მასში შოკოლადი, გაადნეთ და ნარევი შეურიეთ ხაჭოს მასის ერთ ნაწილს.
- აიღეთ საცხობი ფორმა, წაუსვით კარაქი და შავ-თეთრი მასები რიგრიგობით ჩაასხით.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 60 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ღუმელი გამორთეთ და ნამცხვარი მაშინვე არ გამოიღოთ.
დესერტი ვიზიალურადაც ძალიან ლამაზია და გემოც განუმეორებელი აქვს.