ფორების გაჯანსაღებაზე ზრუნვისას პირველ რიგში მთავარია არ დაგავიწყდეთ კანის დატენიანება. გამოიყენეთ კრემები და არ მოგერიდოთ აფთიაქში გამყიდველისთვის იმის კითხვა, თუ რომელი პროდუქტები ჭედავს თქვენს ფორებს ცისტოგენური ეფექტით. ასევე მნიშვნელოვანია ბევრი წყლის დალევა და კარგად გამოძინება. წყალი იცავს თქვენს კანს გამოშრობისგან, ხოლო ძილი ჩვენს ჰორმონალურ ბალანსზე მოქმედებს. ასეთი ასპექტების გათვალისწინებასთან ერთად ასევე საჭიროა კანის კარგად გასუფთავებაც. ამიტომ წარმოგიდგენთ სხვადასხვა ტიპის კანის ფორების გაწმენდის საუკეთესო ხერხებს:
გადიდებული ფორები
გააკეთეთ ყინულის კუბები მინერალური წყლისგან და გაიწმინდეთ ამ კუბებით სახე ყოველ დილას და საღამოს. ფრთხილად დაიმასაჟეთ პრობლემური არეები კუბებით.
ჩამოწელილი ფორები
აურიეთ ერთმანეთში ალოეს წვენი და კვერცხის ცილა. ამ ნაზავისგან დამზადებული ნიღაბი დაგეხმარებათ ფორების დაწვრილებაში და კანს ცხიმიანი ზედაპირის ეფექტს მოაშორებს.
შავთავიანი ფორები
აურიეთ 3 ს/კ თაფლი 1 ს/კ დარიჩინის პუდრში. ეს ნაზავი კანის გასახეხად იდეალურ მასალას წარმოადგენს. მისი წასმის შემდეგ დაიმასაჟეთ სახე რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ კანი თბილი წყლით ფორების გასაღებად.
თეთრთავიანი ფორები
ასეთი სახის ფორების გასაწმენდად აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ დაორთქლილ კანზე წაისვით ჩაის ხის ზეთი, ბამბის ჯოხების გამოყენებით.
აკნეს შრამების მქონე ფორები
ასეთი პრობლემის გასაქრობად უნდა შეამციროთ სახეზე ხელის მოკიდება და თვალების მოსრესვის ჩვევა. ასევე სასარგებლო იქნება რეგულარულად ორთქლის აბაზანების მიღება და გვირილის ლოსიონების გამოყენება.
არყის ხეების ან ჭინჭრის ფოთლებისგან დამზადებული ნიღბები ძირტკბილას ფესვებთან ერთად დადებით გავლენას მოახდენს თქვენი კანის ჯანმრთელობასა და თქვენს მეტაბოლიზმზე. ისინი ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედებებითაც გამოირჩევიან. თუმცა, როდესაც საქმე საშუალო ან სერიოზული ტიპის აკნეს ეხება, სჯობს არ მიმართოთ ექსპერიმენტებს და ესტუმროთ ექიმს. მთავარია არასდოს მოუჭიროთ ხელი ჩირქით სავსე აკნეს. ძლიერად მოჭერის შედეგად ჩირქოვანი ელემენტები შესაძლოა სისხლის მიმოქცევას შეერიოს და ასე მოხვდეს ტვინში.