თქვენი ძვირფასეულობა ახალივით იბრწყინებს, თუ მათ ამ ხსნარით გაწმენდთ

ძნელად თუ შეხვდებით ქალს, ვისაც არ უყვარს საყურეები, ბეჭდები ან ძეწკვები. ზოგი მათგანი ბებიას ნაჩუქარი უძველესი ნივთია, რომელსაც ბრწყინვალება დაუკარგავს.

ძალიან მარტივად შეგიძლიათ დაუბრუნოთ მათ პირვანდელი იერსახე.

შემოგთავაზებთ ხსნარის რეცეპტს, რომელიც თქვენს საიუველირო ნივთებს დაუბრუნებს ბზინვარებას.

მეც უამრავი საიუველირო ნივთი მაქვს. ზოგი უკვე საკმაოდ დიდი ხნისაა. ერთ დღესაც მოვამზადე მარტივი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ხსნარი, გავწმინდე ჩემი საიუველირო ნივთები და ისე ბრწყინავენ, თითქოს ახლი შეძენილია.

გაგიზიარებთ ხსნარის რეცეპტს

საჭირო იგრედიენტები:

  • მარილი 1 ს. კ.
  • ჭურჭლის სარეცხი ჟელე 1 ს. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • ალუმინის ფოლგა 1 ნაჭერი

გაწმენდის წესები:

  1. გააცხელეთ წყალი მიკროტალღურ ღუმელში 1-2 წუთის განმავლობაში.
  2. ალუმინის ფოლგის ნაჭერი დაჭერით და ჩადეთ თასში.
  3. თასში ჩაასხით ცხელი წყალი, დაამატეთ მარილი, სოდა, ჭურჭლის სარეცხი ჟელე.
  4. ჩააწყვეთ საიუველირო ნივთები ფოლგაში და დააყოვნეთ 5-10 წუთი, გარეცხეთ ცივი წყლით და გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით.