ძვირფასო ქალბატონებო, მოგაწვდით მცირე ინფორმაციას თუ რატომ უნდა შეამციროთ მარილის მიღება.
მარილის რეგულარულად და უხვად გამოყენებამ შეიძლება შეგიქმნათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მათ შორის არის გულსისხლძარღვთა პრობლემები, არტერიული წნევის მომატება, ჭარბი სითხის შეკავება, კალციუმის დეფიციტი და სხვა დაავადებები.
თუ თქვენ ახლახან დიაგნოზი დაგისვეს, რომ მაღალი არტერიული წნევის მატარებელი ბრძანდებით, ეს მარილის გადაჭარბებული მოხმარების აშკარა ნიშანი არის. დადგა დრო, რომ გადახედოთ თქვენი კვების რაციონს.
დააკვირდით ქვემოთ მოცემულ სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება მარილის ჭარბად მოხმარების შედეგი იყოს.
1. ხშირი შარდვა
ხშირ შარდვას იწვევს ბევრი სითხის მიღება. ასეთივე ეფექტი აქვს მარილის ჭარბად მოხმარებას, რადგან თირკმელები იძულებულია იმუშაოს ზედმეტად, რათა ორგანიზმიდან გამოდევნოს მარილის ნარჩენები.
2. ხშირი თავის ტკივილები
გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ადმიანებს, რომლებიც დღის განმავლობაში იღებენ 3500 მგ ნატრიუმს, ბევრად უფრო მეტად აწუხებთ თავის ტივილი, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ 1500 მგ ნატრიუმს მოიხმარს. ყველამ კარგად ვიცით, რომ არტერიულ წნევასა და თავის ტკივილს შორის არსებობს ძლიერი კავშირი. ამავე კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ჭარბად მოიხმარენ მარილს, ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი, თუნდაც მათი არტერიული წნევა ნორმალური იყოს.
თუ თავის ტკივილი შემოგეჩვიათ, ადვილი შესაძლებელია, რომ სხეული ითხოვს შეზღუდოთ მარილის მოხმარება.
შეამცირეთ მარილიანი საკვების მიღება და დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ნატურალური პროდუქტები.
3. წყურვილის მუდმივი შეგრძნება
მარილი იწვევს პირის ღრუს გამოშრობას. მარილიანი საკვების მიღების შემდეგ თითქოს ორგანიზმი გრძნობს, რომ მარილისა და წყლის დონე არ არის დაბალანსებული. იმისათვის, რომ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდეს, მიიღეთ მეტი რაოდენობის წყალი. ტვინი აგზავნის წყურვილის სიგნალებს და ამით სხეული აბალანსებს დისბალანს.
4. სიბინდე, ნისლი გონებაში
მარილის ჭარბად მოხმარებამ შეიძლება გაუწყლოება გამოიწვიოს. დეჰიტრაციამ, ანუ მიღებულზე მეტი სითხის დაკარგვამ, შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ნათელ აზროვნებაზე.
მოცემულ პრობლემებს რომ თავი დააღწიოთ, შეზღუდეთ მარილის გამოყენება. ნატრიუმის მიღების მკვეთრად შემცირების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა დამუშავებული საკვების მიღების შემცირება და მეტი წყლის დალევა. ეს საშუალებას მისცემს ორგანიზმს აღადგინოს ბალანსი და აღმოფხვრას მოცემული სიმპტომები.
სასურველია, დღის განმავლობაში მიიღოთ 2300 მგ-ზე ნაკლები მარილი. გირჩევთ, გამოიყენოთ ზღვის ან ჰიმალაის მარილი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!