ნაზი, ჰაეოროვანი და გემოებით გაჯერებული პეროგის რეცეპტი კეფირის ცომზე

კეფირი ფერმენტირებული რძის პროდუქტია, რომლის ბაზაზე მომზადებული ცომი გამოდის ჰაეროვანი და ნაზი. კეფირის  ცომი უმარტივესი მოსამზადებელია, არ სჭირდება ბევრი ძალისხმევა, სიცივეში დაყოვნება. კეფირიანი ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ ღვეზელები, პიცა, ხაჭაპური, დესერტები.

ამჯერად, შემოგთავაზებთ კეფირის ბაზაზე მომზადებული ნაზი, ჰაეროვანი, ქიშმიშიანი პეროგის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 ჩ. ჭ. ფქვილი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 1 ჩ. ჭ. კეფირი
  • 100 გრ ქიშმიში
  • 1 ჩ. ჭ. შაქარი
  • მწიკვი ვანილი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი
  • 1 ს. კ. კარაქი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ კეფირი.
  2. შემდეგ ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, ქიშმიში და ვანილი.
  3. კექსის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, გადაიტანეთ ცომი და თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.  გამოსაცხობად დასჭირდება 30-35 წუთი.

პეროგს ზემოდან მოაფრქვიეთ შაქარის ფხვნილი ან მოასხით შოკოლადის მინანქარი. გემრიელად მიირთვით!