არაჟნის ცომით მომზადებული შაქრის ხრაშუნა ხვეულები. მარტივად მოსამზადებელი, თანაც უგემრიელესია

არაჟნის ნაზი ცომით მომზადებული შაქრის ხრაშუნა ხვეულები უმარტივესი მოსამზადებელია. რამდენიმე წუთში შეძლებთ უგემრიელესი და ზომიერად ტკბილი ხვეულების დაგემოვნებას.

ნაზი, ფხვიერი და არომატული დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 320 გრ
  • კარაქი 200 გრ
  • შაქარი 8 ს. კ.
  • არაჟანი 20%-იანი 125 გრ
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. გაცრილი ფქვილი ჩაყარეთ ღრმა თასში, ჩაახეხეთ ცივი კარაქი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ არაჟანი და მოზილეთ ცომი.
  2. მომზადებული ცომი გაყავით 8 თანაბარ ნაწილად და გამოხელეთ გუნდები.
  3. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მართკუთხა ფორმის თხელ ფენებად, მოაყარეთ თითო-თითო ს. კ. შაქარი და თანაბრად გაანაწილეთ (კიდეებზე შაქარი არ მოაყაროთ). შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტა დარიჩინიც. შემდეგ გადაკეცეთ რულეტივით და კიდეები მჭიდროდ შეაერთეთ.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მზა რულეტები თანაბრად გაანაწილეთ.
  5. ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 45-50 წუთი.

მოამზადეთ ზომიერად ტკბილი ოქროსფრად დაბრაწული შაქრის ხვეულები და ისიამოვნეთ. თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ მოაფრქვიოთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!