ხორცის გემრიელი შიგთავსით გაჯერებული ეს პეროგი ოჯახის წევრების საყვარელი კერძი გახდება

შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი და ნოყიერი, ხორცის შიგთავსით გაჯერებული პეროგის რეცეპტს, რომელიც თქვენი ოჯახის წევრების საყვარელი კერძი გახდება.

პეროგის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 150 გრ.
  • არაჟანი 200 გრ.
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩ. კ. ან სოდა 1 ჩ. კ.
  • კვერცხი 3 ცალი
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • გატარებული ხორცი 500 გრ.
  • ხახვი 2 ცალი
  • ოხრახუში ნახევარი კონა
  • ყველი 150-200 გრ.
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით
  • სეზამის მარცვლები ზემოდან მოსაყრელად

მომზადების წესი:

  1. ათქვიფეთ კვერცხი, შემდეგ დაამატეთ არაჟანი, გამაფხვიერებელი ან სოდა, მარილი, ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  2. გატარებული ხორცი მოთუშეთ, შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სანელებლები, მარილი და 10 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
  3. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და დაიტანეთ ცომის ნახევარი. შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ მომზადებული შიგთავსი, დაახეხეთ ყველი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
  4. ზემოდან გადააფარეთ დარჩენილი ცომი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. პეროგი გამოაცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე.

უგემრიელესი და ნოყიერი კერძი შეგიძლიათ სუფრასთან ცხელი მიიტანოთ და ყველა გააოცოთ თქვენი კულინარიული ოსტატობით. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!