უკვე მე-12 პროცედურის შემდეგ იგრძნობთ, როგორ მცირდება ნაოჭები, კანი კი ნაზი, რბილი და გლუვი ხდება, თანაბარი ტონით

შემოგთავაზებთ სელის თესლის ბაზაზე მომზადებული ნიღბის რეცეპტს. ნიღაბი აახალგაზრდავებს კანს, უბრუნებს სიმკვრივეს, ჭიმავს. თამამად გამოიყენეთ თვალების ირგვლივ კანზე, სადაც კანი ყველაზე თხელია და მიდრეკილია ნაოჭებისკენ.

მხოლოდ ერთი ინგრედიენტის, სელის თესლის, საშუალებით მიიღებთ ისეთ შედეგს, რომ თქვენს ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.

სელის თესლის ხსნარს მრავალი სარგებელი მოაქვს კანისთვის. კერძოდ:

  • ასწორებს სახის კონტურებს, ამკვრივებს კანს
  • ამცირებს დიდ ფორებს
  • ატენიანებს კანს
  • ახდენს კანის აქერცვლას
  • ცხიმიან კანზე ამცირებს ჭარბ ცხიმს
  • არის ანთების საწინააღმდეგო საშუალება და ხელს უშლის აკნეს განვითარებას

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სელის თესლი 1 ს. კ.
  • ადუღებული წყალი 1/3 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. სელის თესლს დაასხით მდუღარე, ურევთ 1-2 წუთი. შემდეგ დაახურეთ ლამბაქი და გააჩერეთ 4-6 საათი.
  2. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გადაწურეთ და მიიღებთ სელის თესლის სამკურნალო თვისებებით გაჯერებულ ხსნარს. გჭირდებათ მხოლოდ სითხე.
  3. სელის თესლის ხსნარი ბამბის ტამპონით წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე. არ მოერიდოთ თვალების ირგვლივ კანს. როდესაც ნიღაბი გაშრება, კვლავ წაისვით. ეს პროცედურები გაიმეორეთ 5-ჯერ.
  4. ბოლოს ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი გადადუღებული წყლით.

ნიღაბი აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას, აშორებს წვრილ ნაოჭებს. ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ დღე. 12 პროცედურის შემდეგ მიიღებთ  შედეგს.