ამჯერად, შემოგთავაზებთ დესერტის რეცეპტს, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა. აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი ორცხობილა და რამდენიმე წუთში შეძლებთ უგემრიელესი დესერტის მომზადებას.
უნაზესი და არომატული დესერტის, ,,ლეოპარდის“, მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 250 გრ ორცხობილა
- 220 გრ მწარე შოკოლადი
- 160 გრ ნაღები ან რძე
- 2 ს. კ. კარაქი
- მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 110 გრ მწარე შოკოლადი
- 80 მლ ნაღები ან რძე
- 1 ს. კ. კარაქი
მომზადების წესი:
- ტორტის საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა ისე, რომ ფორმის კიდეებზეც ამოიტანოთ და წაუსვით კარაქი.
- ორცხობილები დატეხეთ და ჩაყარეთ თასში. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით ნაღები, დაამატეთ კარაქი, დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ. ცხელი მასა დაასხით დატეხილ შოკოლადს და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- შოკოლადის ნარევი დაამატეთ ორცხობილებს, აურიეთ და მზა მასა გადაიტანეთ ტორტის ფორმაში. ფორმა 3 საათით შედეთ საყინულეში.
- ამზადებთ შოკოლადის მინანქარს. პატრა ქვაბში აადუღეთ ნაღები და კარაქი. შემდეგ შეურიეთ შოკოლადი, ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა გააგრილეთ, დაიტანეთ ტორტის ზედაპირზე და თანაბრად გაანაწილეთ.
- დესერტი რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში. ფოლგის დახმარებით მარტივად შეძლებთ ტორტის ფორმიდან ამოღებას.
მოამზადეთ საოცრად გემრიელი დესერტი და ისიამოვნეთ. დამერწმუნეთ, ის თქვენი ოჯახის საყვარელი ნუგბარი გახდება. გემრიელად მიირთვით!