სტატიაში შემოგთავაზებთ კანის მოვლის უმარტივესი ხელნაკეთი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც აქტიურად გამოიყენება ნაოჭებისა და მუქი ლაქების წინააღმდეგ. მოცემული საშუალების წყალობით შეუნარჩუნებთ კანს ელასტიურობას და შეძლებთ შეაფერხოთ ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების გამოვლენა.
ნიღაბი დაბერების საწინააღმდეგო საშუალებაა. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 5 წვეთი ზეითუნის ზეთი
- ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი 10 წვეთი
- იოგურტი (დანამატების გარეშე) 1 ცალი (დაახლოებით 60-80 გრ)
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. დაჟანგვის პროცესის ასაცილებლად გირჩევთ, არ გამოიყენოთ რკინის ჭურჭელი.
- სახე კარგად დაიბანეთ. მზა მასა ფრთხილად შეიზილეთ სახის კანზე და თანაბრად გაინაწილეთ. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და რბილი პირსახოცით კარგად შეიმშრალეთ.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ.