შიის კარაქი კანისა და თმის მოვლის საუკეთესო საშუალებაა. ის მდიდარია A, E და F ვიტამინებით. შიის კარაქი კანს იცავს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან და უზრუნველყოფს მას აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებითა და საკვები ნივთიერებებით, რომლებიც საჭიროა კოლაგენის წარმოებისთვის.
მოგაწვდით მცირე ინფორმაციას შიის კარაქის სარგებლის შესახებ:
- ცხიმოვანი მჟავებისა და ნატურალური ვიტამინების კომბინაციის წყალობით შიის კარაქი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი კანის სამკურნალოდ, იცავს კანს ქარისგან და სიცივისგან.
- გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ შიის კარაქის შემადგენლობაში შემავალი დარიჩინის მჟავისა და სხვა ბუნებრივი თვისებების გამო, შიის კარაქს შეუძლია შეამციროს ანთება და დააჩქაროს შეხორცება.
- საუკეთესოა კანის ანთებებისა და პრობლემების სამკურნალოდ, აგრეთვე აქტიურად გამოიყენება აკნეს საწინააღმდეგოდ.
- კანს უნარჩუნებს სიგლუვესა და სიმკვრივეს. შიის კარაქი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას, შეიცავს გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მქონე მჟავებს, ხანგრძლივი გამოყენებისას მნიშვნელოვნად ამცირებს ნაოჭებს.
- შიის კარაქი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი ინგრედიენტია ბუნებრივი კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი, აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ნიღბების მოსამზადებლად.
- შიის კრაქი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახისა და ტანის დამატენიანებელი მალამო.
- ეს საოცარი პროდუქტი საუკეთესოა ორსულების შემდეგ მუცელზე არსებული სტრიების სამკურნალოდ.
- შიის კარაქი ნაოჭების გასაქრობად საუკეთესო საშუალლებაა, განსაკუთრებით თვალების ირგვლივ არსებული ნაოჭების, ასევე მუქი წრეებისა და თვალების ქვეშ არსებული ჩანთების მოსაშორებლად.
- შიის კარაქი აქტიურად გამოიყენება როგორც ბავშის მოვლის ბუნებრივი პროდუქტი.
- შეგიძლიათ წაისვათ ტუჩებზე ან გამოიყენოთ ხელნაკეთი ბალზმის მოსამზადებლად.
- შიის კარაქი საკეთესო პროდუქტია კანისთვის ელასტიურობის მისანიჭებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ცელულიტის საწინააღმდეგო მალამო.
- შიის კარაქი სხვა ბუნებრივ ინგრედიენტებთან კომბინაციაში თმის მოვლის საუკეთსო საშუალებაა.
- შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახის გამწმენდი მალამო.
- მაკიაჟის წასმამდე ქუთუთოებზე შეიზილეთ შიის კარაქი. ამ გზით შეძლებთ მაკიაჟის დიდი ხნით შენარჩუნებას.
- შიის კარაქი ძალიან სასარგებლოა ნაწიბურების შესამცირებლად, რადგან ის ბუნებრივად ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას.
დაიმახსოვრეთ, რომ შიის კარაქი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვისაა. გამოიყენეთ ეს საოცარი პროდუქტი და შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით. ცივი სეზონისთვის კი უბრალოდ შეუცვლელი საშუალებაა!