15 პროდუქტი, რომლის მიღების გამოც თქვენს სხეულს ცუდი სუნი აუვა

სუნის შეგრძნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მგრნობელობის ასპექტია. ბევრის აზრით პარტნიორებს სწორედ სუნის მიხედვით ვირჩევთ. თანაც, აშკარაა, რომ ჩვენს მიერ შეჭმულ პროდუქტებს ჩვენი სხეულის სუნზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ პროდუქტების სიას, რომლის მიღებითაც შესაძლოა ეს პრობლემა გაგიჩნდეთ.

პამიდორი

ბრიტანელმა მეცნიერმა ჩარლზ სტიუარტმა აღმოაჩინა, რომ პამიდორში არსებულ ტერპენს და კაროტენოიდებს შეუძლიათ მოახდინონ გავლენა ჩვენი ოფლის სუნზე. ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ ამ გემრიელი პროდუქტის დიდი რაოდენობით ჭამისას.

რძის პროდუქტები

ზოგჯერ მეტაბოლური დაავადებების გამო ოფლს კომბოსტოს სუნი აქვს. როდესაც ჩვენი ორგანიზმი ვერ ამუშავებს ლეუცინს, იზოლეუცინს და ვალინს, რომელსაც რძის პროდუქტები შეიცავს, მაშინ ჩვენი ორგანიზმის სითხეებს შესაძლოა ნეკერჩხლის სიროფის სუნიც კი გაუჩნდეს.

თევზი

ზოგიერთი თევზის სახეობა, მაგალითად კალმახი და ტუნა დიდი ოდენობით B4 ვიტამინს შეიცავენ. ეს ელემენტი თქვენი სხეულის ბუნებრივ სურნელს თევზის სურნელს უმატებს. ადამიანები, რომლების ორგანიზმშიც ეს ვიტამინი დიდი რაოდენობითაა, “თევზის სურნელის სინდრომით” იტანჯებიან, რისი განკურნებაც სპეციალური დიეტით და სამედიცინო დახმარებითაა შესაძლებელი.

კომბოსტო

ბროკოლი და კომბოსტოები დიდი ოდენობით გოგირდს შეიცავენ, რასაც ძალიან უსიამოვნო სუნის გამოწვევა შეუძლია. ორგანიზმში მოხვედრისას იგი იყოფა სხვადასხვა არასასიამოვნო სუნის მქონე ელემენტად, რამაც ჩვენს სხეულს უსიამოვნო სუნი შესაძლოა რამდენიმე საათით შეუნარჩუნოს. ამიტომ უნდა მიირთვათ ასეთი პროდუქტები მცირე რაოდენობით.

დურიანი

ეს ეგზოტიკური ხილია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იზრდება. მწიფე დურიანი გემრიელ გემოსთან ერთად გამოირჩევა გაფუჭებული თევზის, ჭუჭყიანი გადასაფარებლების და ჭუჭყის სუნით. თუკი მას შიშველი ხელებით შეეხებით, მაშინ ამ სურნელის მოშორებას რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ შეძლებთ.

ნედლეული

მარცვლეულ, თხილეული და მსგავსი პროდქტები სასარგებლოა მომნელებელი სისტემისთვის, თუმცა ისინი ასტიმულირებენ გაზების გამოყოფას. ასეთი ნეგატიური ეფექტების შესამცირებლად მსგავს პროდუქტებთან ერთად უნდა მიირთვათ წყალი.

ნიორი და ხახვი

ნიორი და ხახვი ორგანიზმში ისეთ ელემენტებს აგროვებენ, რომლებიც შემდეგ თქვენი ფილტვებითა და ოფლით გამოდის სხეულიდან, რის გამოც თქვენს ტანსა და პირს მათი მკვეთრი სურნელის გამოყოფა უწევს.

სატაცური

სატაცური ცვლის თქვენი ოფლის და შარდის სურნელს და გამოიმუშავებს მეთანეთიოლს, რომელიც მომნელებელი სისტემის გაზების წარმოქმნას იწვევს.

წითელი ხორცი

წითელი ხორცის გადამუშავების პროცესი ძალიან რთულია. იგი მუცელში დიდხანს რჩება და იწყებს დალპობას, რისი საშუალებითაც უარყოფითად მოქმედებს სხეულის სუნზე. ექსპერტების აზრით ასეთ ეფექტს წითელი ხორცის კვირაში მინიმუმ ორჯერ ჭამის შემთხვევაში მიითებთ.

ალკოჰოლი

ღვიძლი ალკოჰოლს მთლიანად ვერ ამუშავებს და ამიტომ მისი ნაწილი გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში და ასე მიეწოდება ფილტვებს, რაც შემდეგ პირში ცუდი სუნის გაჩენას იწვევს. ასევე ჩვენი ორგანიზმი ალკოჰოლს ტოქსინად აღიქვავს, რის გამოც იგი მას გადაამუშავებს და აქცევს უსაფრთხო მჟავად, რომელიც ორგანიზმიდან კანის ფორების საშუალებით გამოდის მის სუნთან ერთად.

ბოლოკი

ბოლოკი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ორგანიზმის სუნზე და მისი არასასიამოვნო სურნელი პირში რამდენიმე საათითაც კი რჩევა. მისი მოხარშვის შემდეგ ამ უარყოფით ეფექტს საკმაოდ შეამცირებთ, თუმცა ასეთი მომზადების შემთხვევაში იგი ბევრ სასარგებლო თვისებასაც კარგავს.

ჩაი და ყავა

შავი ჩაი და ყავა ზრდის მუცლის მჟავიანობას და აშრობს თქვენს პირს. როდესაც საკმარისი ნერწყვი არ გაქვთ, მაშინ იზრდება ბაქტერიების გამრავლების პროცესი და ამის გამო პირში ცუდი სუნი გიჩნდებათ. ასევე ორივე სასმელი გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და იწვევს ოფლიანობის გააქტიურებას.

ქური და ცაცხვი

სუნელების უმრავლესობა სხეულის ტემპერატურაზე ახდენს გავლენას. ქური და ცაცხვი მომნელებელი სისტემის ნარჩენებზე რამდენიმე დღის განმავლობაში ახდენენ გავლენას. თუკი სუნელების მოყვარული ხართ, მიირთვით უფრო ნაკლებად აგრესიული ჯანჯაფილი, ტამენტილი ან კარამონი.

ბარდა

ბარდაში არსებული პროტეინის მონელება ძირითადად ვერ ხერხდება, რის გამოც იგი ნაწლავებში გადადის და ზრდის გაზის გამოყოფას. ამ ნეგატიური ეფექტის გასანეიტრალებლად ჩაალბეთ ბარდა წყალში 8 საათით.

თამბაქო

ნიკოტინი და სხვა ელემენტები სისხლში შედის ფილტვების დახმარებით, ცვლის კანის ფორების სუნს, აზიანებს კბილების სითეთრეს და აუარესებს პირში სუნს. ასევე თამბაქო ცვლის ნატურალურ ფიზიოლოგიურ პროცესებს, რის გამოც მწეველები უფრო მეტ ოფლს გამოყოფენ.