დახეთქილი და გამომშრალი ქუსლები ძალიან უსიამოვნო დასანახია და ამავე დროს მტკივნეული. თუ გაითვალისწინებთ მოცემულ რჩევებს, თქვენ ამ პრობლემისგან გათავისუფლებას ძვირადღირებული სალონური პროცედურების გარეშე შეძლებთ. შემოგთავაზებთ სოდის ბაზაზე შექმნილი უმარტივესი საშუალების რეცეპტს.
საკვები სოდა უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც ეფექტურად კურნავს ფეხების ინფექციებს და არბილებს წყალს.
ნატრიუმის ბიკარბონატი ეფექტურად კურნავს კანის პრობლემებს.
სოდა ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტია, ამიტომ ფეხების კანის დასარბილებლად, ნახეთქების სამკურნალოდ და სოკოვანი ინფექციების აღმოსაფხვრელად მისი გამოყენება შეგიძლიათ რეგულარულად.
აბუსალათინის ზეთი ქუსლებზე კანის დასარბილებლად და სოკოვნი ინფექციებისგან გასათავისუფლებლად საოცრად ეფექტური საშუალებაა.
გამოიყენეთ ეს ორი იგრედიენტი და მარტივად მოიგვარეთ პრობლემები.
საჭირო იგრედიენტები:
- აბუსალათინის ზეთი 100 მლ
- E ვიტამინი (ზეთოვანი) 10 მლ
- A ვიტამინი (ზეთოვანი) 10 მლ
- სოდა 3 ს. კ.
- მარილი ან ზღვის მარილი 1 ს. კ.
- თბილი წყალი 4 ლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
აბუსალათინის ზეთი და რეცეპტის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები აურიეთ. მიღებული ნაზავი მოათავსეთ მუქი მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.
ფეხები დაიბანეთ საპნით, კარგად შეიმშრალეთ და მომზადებული ნაზავი შეიზილეთ ფეხებზე, ამოიცვით ცელოფანი, შემდეგ წინდები. ეფექტური შედეგის მისაღებად საშუალება დაიყოვნეთ 30-40 წუთი (შეგიძლიათ მოცემულ დროს გადააჭარბოთ). პარაელურად ფეხების ჩასალბობად მოამზადეთ სამკურნალო ხსნარი.
აიღეთ თასი, ჩაასხით ცხელი წყალი, დაამატეთ სოდა და მარილი. თუ ზემოთ მითითებული დრო გავიდა, გაითავისუფლეთ ფეხები და ჩაყავით მომზადებულ ხსნარში, რომელიც უკვე შეგრილდებოდა. ფეხები გააჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ ქუსლები პემზის ქვით გაიხეხეთ. გადაივლეთ თბილი წყალი, კარგად შეიმშრალეთ და შეიზილეთ მკვებავი მალამო ან ქოქოსის, ან აბუსალათინის ზეთი და ამოიცვით ბამბის წინდები.
რეკომენდებულია პროცედურა ჩაიტაროთ ძილის წინ. შედეგი გექნებათ უკვე პირველი გამოყენებისთანავე.
თუ ნახეთქები ღრმა არის პროცედურები გაიკეთეთ ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში, შეისვენეთ 1 დღე და კვლავ გაიმეორეთ. გამოჯანმრთელების შემდეგ პროფილაქტიკისთვის პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და თქვენი კანი ფეხებზე აბრეშუმივით გლუვი გახდება.