ცოტა კეფირი და ფორთოხლის ცედრაა საჭირო, რათა სწრაფად მოამზადოთ უგემრიელესი ორცხობილების მთელი გორა

შემოგთავაზებთ დაუჯერებლად არომატული, საოცრად გემრიელი, ფორთოხლის არომატით გაჯერებული ხრაშუნა ქადების რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კეფირი 120 მლ
  • კარაქი 100 გრ
  • შაქარი 20 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • ფქვილი 300 გრ
  • ვანილი

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ფორთოხალი 1 ცალი
  • შაქარი 60 გრ
  • სახამებელი 20 გრ
  • მანანის ბურღული 1 ფინჯანი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ კეფირი და ვანილი.
  2. ცალკე თასში მოათავსეთ გაცრილი ფქვილი და  გამაფხვიერებელი, ჩაახეხეთ ცივი კარაქი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კეფირიანი მასა და მოზილეთ რბილი ცომი. თასს გადააფარეთ საკვების ცელოფანი და 10 წუთით შედეთ მაცივარში.
  3. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  4. ფორთოხალს გადაავლეთ მდუღარე, დაჭერით ნაჭრებად და დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ სახამებელი, მანანი, შაქარი და აურიეთ.
  5. მზა ცომი   გამოიღეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ თხელ ფენად. დაიტანეთ მასზე გულსართი, თანაბრად გაანაწილეთ და ცომი რულეტივით გადაახვიეთ. შედმდეგ დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.

მოამზადეთ ფორთოხლის არომატით გაჯერებული ოქროსფრად დაბრაწული ხრაშუნა ქადები და გემრიელად მიირთვით!