ტკბილეულის მოყვარულებო, უნდა გაგახაროთ, თქვენთვის საუცხოო შემოთავაზება მაქვს. დარწმუნებული ვარ ცდუნებას ვერ გაუძლებთ და დაუყონებლივ დაიწყებთ საოცარი დესერტის მომზადებას.
შემოგთავაზებთ უგემრიელესი ნუგბარის რეცეპტს, რომლის შემადგენლობაში არ შედის ფქვილი, ცხიმი და დესერტი დაბალკალორიულია.
მწარე შოკოლადი, ქოქოსის ფანტელები, ბანაბის საუცხოო არომატი და ხაჭო-იგრედიენტები, რომლებიც საოცარ სურნელსა და გემოს ჰმატებს დესერტს.
საჭირო იგრედიენტები:
- მწარე შოკოლად 2/3 ფილა
- ხაჭო 300 გრ
- ბანანი 2 ცალი
- ქოქოსის ფანტელები 3 ს. კ.
მომზადების წესი:
- გაადნეთ შოკოლადი, ჩაასხით სილიკონის ფორმებში და 1 საათით შედეთ საყინულეში.
- ბანანი და ხაჭო დააბლენდერეთ.
- შემდეგ დაამატეთ ქოქოსის ფანტელი და აურიეთ.
- ხაჭოსა და ბანანის მასა დაადეთ გაყინულ შოკოლადს და შედეთ ისევ საყინულეში.
- დესერტი 30 წუთის შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან და საყვარელ ადამიანებთან თქვენი ნამზადით თავი მოიწონეთ. ზაფხულის ცხელ დღეებში კი დესერტი მაცივრიდან არ გამოიღოთ და უგემრიელესი ნაყინით ისიამოვნეთ.
უგემრიელესი, ნაზი, დაბალკალორიული დესერტი მზადაა. მიირთვით და ისიამოვნეთ.