ხაჭოს ორცხობილები ”ცხოვლეთა სამყარო” არა მხოლოდ უგემრიელესი, არამედ სასარგებლოცაა

შემოგთავაზებთ ხაჭოს ორცხობილების რეცეპტს. მოცემული რეცეპტის მიხედვით შეძლებთ წარმოუდგენლად გემრიელი ორცხობილების მომზადებას. ხაჭოს არომატული, რბილი ცომი დაჭერით თქვენთვის სასურველი ფორმებით.

ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენეტები:

  • 250 გრ ფქვილი
  • 150 გრ კარაქი
  • 200 გრ ხაჭო
  • 100 გრ შაქარი
  • 1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • მწიკვი ვანილი

მომზადების წესი:

  1. ცივი კარაქი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ შაქარი   გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და მოზილეთ ცომი.
  2. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 2 საათით შედეთ მაცივარში.
  3. ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გააბრტყელეთ 3 მმ სისქის ფენად.
  4. მოამზადეთ საცხობი ფორმა, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ლამაზ-ლამაზი ვარსკვლავები, დათუნიები, პეპლები, ფიფქები, ნაძვის ხეები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. დაიცავით მანძილი.
  5. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 10-15 წუთი.

ოქროსფრად დაბრაწული ორცხობილები მორთეთ თქვენი სურვილის მიხედვით. გამოიყენეთ შაქრის ფხვნილი, დარიჩინი, გამდნარი შავი შოკოლადი ან მორთეთ თქვენი სურვილის მიხედვით.

ჩემი აზრით, მოახლოებულ დღესასწაულს დაამშვენებს სხვადახვა ფორმის უგემრიელესი ორცხობილები. გემრიელად მიირთვით!