ზოგჯერ მხოლოდ მცირედი დახვეწილობაა საკმარისი იმისათვის, რომ ჩვეულებრივი ინგრედიენტები სრულიად ახალ პროდუქტად ვაქციოთ და შევძლოთ სტუმრების გაოცება. ალბათ, ყველასთვის საყვარელი კერძია კატლეტი და გარნირად კარტოფილის პიურე.
მაგრამ მოდით, ახლა ასე მოვიქცეთ, ეს ორი კერძი გავაერთიანოთ. კატლეტები ჩავდოთ პიურეში და ორივე მხრიდან შევწვათ. სრულიად განსხვავებულ კერძს მივიღებთ, რომელიც სადღესასწაულო სუფრასაც კი დამშვენებს.
კატლეტების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხორცი 400 გრ
- ხახვი 1 თავი
- საფანელი (წმინდად დაფქვილი ორცხობილა) 3 ს. კ.
- ქინი, ოხრახუში
- კვერცხი 1 ცალი
- ბეგქონდორა 1 ჩ. კ.
- პაპრიკა (დაფქული წითელი ბულგარული წიწაკა) 2 ჩ. კ.
- მარილი 1,5 ჩ. კ.
კარტოფილის პიურეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარტოფილი 500 გრ
- კარაქი 50 გრ
- მარილი 2 ჩ. კ.
- შავი წიწაკა 0,5 ჩ. კ.
- ყველი (მაგარი) 100 გრ
კატლეტების ამოსავლებად დაგჭირდებათ:
- ფქვილი 6 ს. კ.
- საფანელი 6 ს. კ.
- კვერცხი 3 ცალი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, გაატარეთ ხორცი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მაწვანილი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, კარგად აურიეთ და გამოხელეთ კატლეტები. ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი და კატლეტები ორივე მხრიდან შეწვით.
- ვამზადებთ კარტოფილის პიურეს. კარტოფილი გათალეთ, დაჭერით ნაჭრებად, მოხარშეთ და ჩვეულებრივი წესის მიხედვით მოამზადეთ პიურე. შემდეგ დაამატეთ კარაქი, მარილი, შავი პილპილი, გახეხილი ყველი, კოვზით აურიეთ და გააგრილეთ.
- მზა კატლეტებს პიურე შემოახვიეთ ისე, რომ დაფაროთ. ცალ-ცალკე თეფშებზე მოათავსეთ კვერცხი, ფქვილი და საფანელი. კატლეტები რიგრიგობით ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ_კვერცხში, შემდეგ_საფანელში.
- ტაფაზე დაასხით ზეთი, დაახლოებით ნახევარი ფინჯანი, კარგად გააცხელეთ და კატლეტები ორივე მხრიდან შეწვით.
ოქროსფრად დაბრაწული კატლეტები გადმოიღეთ ლანგარზე, თქვენი გემოვნების მიხედვით გააფორმეთ და უგემრიელესი კერძიც მზად არის.