ასე მოვიშორე ვარიკოზი და ტროპიკული წყლულები დამოუკიდებლად, სახლის პირობებში

თაფლი სიცოცხლის ელექსირია. ის საკმაოდ განთქმული პროდუქტია, რომელიც გაჯერებულია უამრავი ვიტამინითა და სასარგებლო ნივთიერებით. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რომელსაც ჩვეულებრივ შაქარზე უკეთ ითვისებს ჩვენი ორგანიზმი. და სწორედ ამიტომ შეგიძლიათ შაქრის ნაცვლად გამოიყენოთ თაფლი. პირველ რიგში ეს ჭარბი წონის ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ.

თაფლი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. იგი ვარიკოზის უებარი წამალია, განსაკუთრებით კი წაბლის თაფლი.

შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ვარიკოზისა და მისი თანმხლები დაავადებების სამკურნალოდ.

რეცეპტი N1

საჭირო იგრედიენტები:

  • ანტონოვკა ვაშილი საშუალო ზომის 3 ცალი
  • წაბლის თაფლი

ვაშლები გარეცხეთ, დაასხით 4 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 4 საათი. შემდეგ ვაშლი გახეხეთ და  გაფილტრეთ.

მიღების წესი:

მომზადებული ნაყენი მიიღეთ დღეში 2-ჯერ 3 ს. კ. ოდენობით, რომელსაც დაუმატებთ 1 ს. კ. წაბლის თაფლს.

რეცეპტი N2

საჭირო იგრედიენტები:

  • ნიორი 250 გრ
  • წაბლის თაფლი 1,5 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

დაჭყლეტილ ნიორს დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა 2 კვირით დადგით ბნელ და ცივ ადგილზე.

მიღების წესი:

მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე 1 ს. კ. ოდენობით.

დაიმახსოვრეთ, ამ საშუალების მიღება არ შეიძლება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აწუხებთ გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.

შემოგთავაზებთ რეცეპტებს, რომლებიც ტროპიკული წყლულის სამკურნალოდ უებარი საშუალებაა.

საჭირო იგრედიენტები:

  • ჭაობის ბალახი 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

დაჭრილ ბალახს დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 30 წუთი, გაფილტრეთ, დაამატეთ წაბლის თაფლი და აურიეთ.

გამოყენების წესი:

  • მომზადებული ნაყენით ჩამოიბანეთ წყლული დღეში 3-4-ჯერ.
  • რეცეპტი N 2
  • ევკალიპტის ფოთლები 3 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადების წესი: ევკალიპტის ფოთლებს დაასხით 2 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, ადუღეთ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე, გააციეთ, გაფილტრეთ. დაამატეთ თაფლი და აურიეთ.

გამოყენების წესი:

მომზადებული ნაყენი დღეში 3-ჯერ წაისვით დაზიანებულ ადგილზე.

რეცეპტი N3

საჭირო იგრედიენტები:

  • სააფთიაქო გვირილის ყვავილები 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

ყვავილებს დაასხით წყალი 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, დაახურეთ თავი და გააჩერეთ 1 საათი, გაფილტრეთ, დაამატეთ თაფლი და აურიეთ.

გამოყენების წესი:

მომზადებული ნაყენით წყლული დღეში 3-ჯერ ჩამოიბანეთ.

რეცპტი N4

საჭირო იგრედიენტები:

  • თაფლი 5 ს. კ.
  • თევზის ქონი 1 ს. კ.
  • ქსეროფორმი 0,5 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესი:

მოცემული იგრედიენტები აურიეთ, წაისვით წყლულზე და შეიხვიეთ.

რეცეპტი N5

საჭირო იგრედიენტები:

  • თაფლი 6 ს. კ.
  • კარაქი 6 ს. კ.
  • ბატის ქონი 6 ს. კ.
  • ალოეს წვენი 1 ს. კ.
  • კაკაო 6 ს. კ.

მომზადების წესი:

იგრედიენტები მოათავსეთ თასში, დადგით ორთქლის აბაზანაზე და კარგად აურიეთ. არ აადუღოთ.

მიღების წესი:

მომზადებული მასის 1 ს. კ. აურიეთ 1 ჩ. ჭ. ცხელ რძეში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ.

რეცეპტი N6

საჭირო იგრედიენტები:

  • ალოე 10 ს. კ.
  • თაფლი 1 ჩ. ჭ.
  • კაჰორსი 1,5 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

იგრედიენტები აურიეთ, შედეთ მაცივარში და დააყოვნეთ 4-5 დღე.

მიღების წესი:

მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე 1 ს. კ. ოდენობით.

რეცეპტი N7

საჭირო იგრედიენტები:

  • გამდნარი ღორის ქონი 1 ს. კ.
  • თაფლი 5 ს.კ.

მომზადებისა და გამოყენების წესი:

მოცემული იგრედიენტები აურიეთ, დაიტანეთ წყლულზე და შეიხვიეთ.

ყურადღებით წაიკითხეთ სტატია, მოცემული რჩევები გაითვალისწინეთ და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.