ფორთოხლის ჩიზქეიქის მარტივი რეცეპტი. დესერტი, რომელიც არა მხოლოდ უგემრიელესი, არამედ დიეტურიცაა

ფორთოხლის ჩიზქეიქი ჩემი სიამაყეა, რომელსაც ყველა დღესასწაულზე ვამზადებ. გემრიელი და არომატული დესერტის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ბისკვიტის გამოცხობა და არც ორცხობილები. დესერტი დაბალკალორიულია. მის შემადგენლობაში შემავალი  ყველა ინგრედიენტი უცხიმოა.

დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • უცხიმო ხაჭო 250 გრ
  • ფორთოხალი 2 ცალი
  • უცხიმო რძე 250 გრ
  • შვრიის ფანტელი 100 გრ
  • სტევია შაქრის შემცვლელი (გემოვნების მიხედვით)
  • ჟელატინი 1 შეფუთვა

მომზადების წესი:

  1. შვრიის ფანტელებს დაასხით ცოტა რძე, იმ რაოდენობის, რომ წებოვანი სქელი მასა მიიღოთ.
  2. მიღებული მასა გაანაწილეთ 18-20 სმ დიამეტრის ფორმაზე.
  3. დარჩენილ რძეში გახსენით სტევია, დაამატეთ ხაჭოს და მიქსერით ათქვიფეთ.
  4. ფორთოხალი სახეხზე მსუბუქად გახეხეთ, გჭირდებათ მხოლოდ ნარინჯისფერი ფენა.
  5. ჟელატინს ამზადებთ შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით და ამატებთ ფორთოხლის ცედრას.
  6. მზა ჟელატინი შეურიეთ ხაჭოიან მასას და შვრიის ფენაზე  თანაბრად გაანაწილეთ.

ჩიზქეიქი რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში. თქვენი სურვილისამებრ გააფორმეთ ფორთოხლის ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!