როგორ მოვამზადოთ ფხვიერი ორცხობილები სწრაფად და მარტივად

შემოგთავაზებთ გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ფხვიერი ორცხობილების რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 460 გრ
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩ. კ.
  • 3 ცალი კვერცხის გული
  • შაქარი 150 გრ
  • ვანილი
  • კარაქი 250 გრ
  • მარილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი აურიეთ.
  2. კვერცხის გულები, შაქარი და ვანილი კარგად ათქვიფეთ.
  3. კვერცხიან მასას დაამატეთ დარბილებული კარაქი. შემდეგ ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  4. ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 20 წუთით შედეთ მაცივარში.
  5. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ 5 მმ სისქის ფენად.
  6. დასაჭრელად გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი ფორმები და მზა ორხობილები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი.
  7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.

ორცხობილები ისეთი ნაზი და ფხვიერია, რომ პირში დნება. გაგრილების შემდეგ მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი ან მორთეთ თქვენი სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით!