როდესაც გამელოტების გზას დავადექი, ამ ნატურალურმა ნიღაბმა გადამარჩინა

4203

ლამაზი და ჯანმრთელი თმა ქალის შეუფასებელი სამკაულია. თმას განსაკუთრებული მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. ხშირი ღებვა, ქიმიური დახვევა, არასწორი კვება, გარემო პირობების უარყოფითი ზემოქმედება-ეს ყველაფერი  საზიანოა ჩვენი თმისთვის.

როგორ უნდა დავეხმაროთ თმას?

თმის მოვლის უამრავი ეფექტური კოსმეტოლოგიური საშუალება არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, ყველას არ შესწევს მათი შეძენის უნარი და თანაც თანხა ბევრად აღემატება შედეგს.

უმჯობესია თუ გამოიყენებთ იაფ, ნატურალურ პროდუქტებს, რომლებიც უამრავი ვიტამინითა და სასარგებლო ნივთიერებით გააჯერებს თმას და დაუბრეუნებს მას ჯანმრთელობასა და  სილამაზეს.

რატომ უნდა გადავიხაადოთ ზედმეტი თანხა, როცა შეგვიძლია მოვამზადოთ ნატურალური იგრედიენტებით გაჯერებული ნიღბები, რომლებიც უზრუნველყოფს თმის სწრაფად  ზრდას.

სტატიაში შემოგთავაზებთ ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ეფექტურობით ტოლს არ უდებს ძვირადღირებულ კოსმეტოლოგიურ ნაწარმს.

თაფლისა და დარიჩინის კომბინაცია საოცრად ეფექტურია თმის მრავალი პრობლემის მოსაგვარებლად, აგრეთვე გამოიყენება სახის კანის მოსავლელად. ჩვენ ამ კომბინაციას დავამატებთ ზეითუნის ზეთს. მოცემული ნარევი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის კანზე, აცოცხლებს მიძინებულ ძირებს, ატენიანებს, კვებავს კანს და თმას.

სტატიაში შემოთავაზებული ნიღაბის რეცეპტი განსაკუთრებით ეფექტურია დაზიანებული და უსიციცხლო თმისთვის.

ნიღაბი დაგეხმარებათ შეიჩეროთ თმის ცვენა, ბოლოების გაყოფა, გათავისუფლდეთ ქერტლისგან და დაასწრაფოთ თმის გაზრდა.

ნიღაბის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის თმისთვის. სამკურნალო ეფექტის მისაღწევად ნიღაბი გაიკეთეთ 4 დღეში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში. შედეგითაც ძალიან სწრაფად ისიამოვნებთ, ხოლო მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ თქვნ თავს მოიწონებთ ლამაზი, ჯანმრთელი, ძლიერი და მბზინვარე თმით.

საჭირო იგრედიენტები:

  • დარიჩინი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ზეითუნის ზეთი    ½ ჩ. კ.

თუ თქვენ ძალიან გრძელი თმა გაქვთ, მაშინ პროპორციები გაზარდეთ.

მომზადების წესები:

  1. აიღეთ პატარა თასი და ზეითუნის ზეთი გააცხელეთ.
  2. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ დარიჩინი და თაფლი.
  3. იგრედიენტები კარგად აურიეთ და დაელოდეთ, ცოტა რომ გაგრილდეს.

გამოყენების წესები:

  1. მომზადებული ნაზავი დაიტანეთ თავის კანზე და ჯაგრისის საშუალებით კარგად შეიზილეთ.
  2. შემდეგ დარჩენილი მასა გაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე.
  3. დაიფარეთ ცელოფანი და შემოიხვიეთ პირსახოცი.
  4. დაიყოვნეთ 15 წუთი.
  5. შემდეგ დაიბანეთ ჩვეულებრივი წესით.
  6. ეს საოცარი ნიღაბი თქვენს თმას მისცემს ჯანმრთელ იერს და მბზინვარებას.
  7. და კიდევ საოცარი სურნელი გექნებათ.

მოამზადეთ ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული უმარტივესი ნიღაბი და შედეგით ისიამოვნეთ.