შემოგთავაზებთ მანანის ბაზაზე მომზადებული ბისკვიტის რეცეპტს, რომლის მომზადება დამწყებ დიასახლისებსაც კი არ გაუჭირდება.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
- მანანი 1 ჩ. ჭ.
- კეფირი 1 ჩ. ჭ.
- შაქარი 1 ჩაის ჭიქაზე ცოტა ნაკლები
- კარაქი 100 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- სოდა 0,5 ჩ. კ.
მოზადების წესი:
- მანანის ბურღულს დაასხით კეფირი, კარგად აურიეთ და 40 წუთი გააჩერეთ ასაფუებლად. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, შაქარი, დარბილებული კარაქი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
- შემდეგ ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და სოდა.
- გამოსაცხობად დაგჭირდებათ, დაახლოებით 22 სმ დიამეტრის ფორმა. ჩააფინეთ მასში პერგამენტის ქაღალდი და მზა ცომი ნაზად გადაიტანეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35-40 წუთი.
ბისკვიტი ფორმიდან ამოიღეთ გაგრილების შემდეგ. თუ სურვილი გაქვთ მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელი, რბილი, ნაზი და ფუმფულა ბისკვიტი მზად არის. გემრიელად მიირთვით!