სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას სარეცხი საპნის სასარგებლო თვისებების შესახებ. თუ არ სარგებლობდით სარეცხი საპნით, გირჩევთ, რომ დაუყონებლივ დაიწყოთ მისი გამოყენება, რადგან იგი კანის ანთებითი პროცესის უებარი მკურნალია. განსაკუთრებით ეფექტურია გინეკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ.
წარმოგიდგენთ სარეცხი საპნონს, როგორც უძლიერეს სამკურნალო საშუალებას და შემოგთავაზებთ მისი გამოყენების ეფექტურ გზებს
- თუ სარეცხი საპნით დაიმუშავებთ ნაკაწრებსა და იარებს, შეგიმცირდებათ ინფექციების საფრთხე და დააჩქარებთ განკურნების პროცესს.
- ტრამვის შემდეგ გაჩენილი სილურჯეზე დაიდეთ ყინული ან დაიმუშავეთ სარეცხი საპნით. მალე გაგიქრებათ სილურჯე და სიმაგრე.
- სარეცხი საპონი ვირუსების საწინააღმდეგო საოცარად .ეფექტური საშუალებაა. მოამზადეთ სარეცხი საპნის ხსნარი და ბამბის ტამპონით დაიმუშავეთ ცხვირის სასუნთქი გზები. 2-3 პროცედურის შემდეგ კი გაციება საერთოდ გადაგივლით.
- ქირურგებმა კარგად იციან, რომ სარეცხი საპონი ქირურგიული ხელთათმანების შემცვლელია (სარეცხი საპონონი შეიზილეთ ხელებზე და შეიშრეთ)-ამბობენ, რომ ჭრილობასთან შეხების დროსაც კი ინფექციის საფრთხე მინიმალურია.
- ჭრილობა დაიმუშავეთ შაქრის, გახეხილი სარეცხი საპნისა და ხახვის ნარევით. პროცედურა ჩააიტარეთ ძილის წინ და შეიხვიეთ. დილით კი იარა მოშუშებული გექნებათ.
- სოკოს ინფექციის დროს დაზიანებული ადგილზე სარეცხი საპონი შეიზილეთ, არ დაიბანოთ, შეიშრეთ და შემდეგ იოდით დაიმუშავეთ. პროცედურა ჩაიტარეთ ერთი კვირის განმავლობაში დილა-საღამოს.
- გაპარსვისა და ეპილაციის შემდეგ გამონაყრს რომ თავი დააღწიოთ, არ არის აუცილებელი ძვირადღირებული მალამოები. უბრალოდ დაიბანეთ სახე სარეცხი საპნით.
- სარეცხი საპონი ჰიგიენისათვის საჭირო პირადი ნივთების (სავარცხელი, კბილის ჯაგრისი, ღრუბელი) საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა. ნივთები ღამით დაამუშავეთ სარეცხი საპნით, დატოვეთ, დილით კი კარგად გარეცხეთ. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ეს პროცედურა სამ თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩავატაროთ.
- თვეში ერთხელ მაინც დაიბანეთ თავი სარეცხი საპნით და ბოლოს გადივლეთ ლიმონი ან ძმარი. თმები სქელი და ძლიერი გახდება, გაგიქრებათ ქერტლი და შეგიჩერდებათ თმის ცვენა.
- სარეცხი საპონი გამონაყარის საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა. საპონს ჩამოახეხეთ, რაღაც გარკვეული ნაწილი და ათქვიფეთ თასში. კარგად რომ აქაფდება, შეიზილეთ სუფთა სახეზე და დაიტოვეთ ნახევარი საათი. ამის შემდეგ დაიბანეთ, ჯერ ცხელი წყლით, შემდეგ-ცივით. ეფექტს დაუყონებლივ შეამჩნევთ. შედეგის გასაუმჯობესებლად პროცედურა ჩაიტრეთ ორი კვირის განმავლობაში დღეში 2-3-ჯერ.
- კოჟრები და ნახეთქები გაგიქრებათ თუ რამდენიმე დღის განმავლობაში გაიკეთებთ აბაზანას, რომლის ძირითადი იგრედიენტებია: 2 ლ წყალი, 1 ს. კ. სოდა და 1 ს. კ. გახეხილი საპონი.
- თუ გსურთ, რომ თქვენი კანი ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, კვირაში 2-ჯერ დაიბანეთ სარეცხი საპნით. დაბანის შემდეგ კანზე შეიზილეთ ჩვეულებრივი საბავშვო მალამო. ამ პროცედურის ეფექტი უტოლდება ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებს.
- თუ პირის ღრუში რამე პრობლემა გაქვთ კბილის ჯაგრისი დაამუშავეთ სარეცხი საპნით, დატოვეთ ღამით და დილით კი დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენი ჯაგრისი ინფექციისგან გაწმენდილი იქნება.
- ყოველ დილა-საღამოს დაიბანეთ ფეხები ცივი წყლითა და სარეცხი საპნით. ერთი კვირის შემდეგ კი ფეხის სოკოსგან გათავისუფლებული იქნებით.
- სარეცხი საპონი შეშუპებას მოგიხსნით. ამისთვის კი საკმარისია წყლის სარეცხი საპნით განზავება და აბაზანის მიღება.
- ექიმების რეკომენდაციით, კვირაში ერთხელ დაიბანეთ სარეცხი საპნით და თავი დააღწიეთ ვირუსებსა და ბაქტერიებს.
- სარეცხი საპონი და წვიმის წყალი თმის ცვენის საწინააღმდეგო უებარი საშუალებაა.
დაბანეთ კვირაში 2-ჯერ მუქი სარეცხის საპნით, არ გამოიყენოთ სხვა საშუალებები.
- გაიკეთეთ სახის პილინგი: დატენიანებულ სახეზე მარლის ფირფიტით შეიზილეთ სარეცხი საპნისა და კალციუმის ქლორიდის ნაზავი.
- თუ დამწვრობის ადგილს სარეცხი საპნით დაიმუშავებთ და შეიშრობთ, მთლიანად გაგიქრებათ დამწვრობის ბუშტუკები და სიწითლე.
გამოიყენეთ უძლიერესი და ყველასათვის ხელმისაწვდომი საშშუალება-სარეცხი საპონი და მოიგვარეთ მრავალი პრობლემა.