გაგიზიარებთ უსაფუვრო ცომის რეცეპტს, რომელიც წლებია აქტიურად გამოიყენება ჩემს ოჯახში. ცომი კეფირის ბაზაზე არის მომზადებული და საფუვრიანი ცომის ანალოგია.
ჰაეროვანი ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 2-2,5 ჩ. ჭ. ფქვილი
- 1 ჩ. ჭ. კეფირი
- ½ ჩ. კ. მარილი
- 2 ჩ. კ. შაქარი
- 1 ჩ. კ. სოდა
- 2 ს. კ. ზეთი
მომზადების წესი:
- კეფირი შეათბეთ ოთახის ტემპერატურაზე, დაამატეთ მარილი, შაქარი, ზეთი და აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მიიღებთ ელასტიურ და რბილ ცომს.
- ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ოთხკუთხა ფენად, მოაყარეთ 1/3 ჩ. კ. სოდა. შემდეგ გადაკეცეთ კონვერტისებურად, კვლავ გააბრტელეთ, მოაყარეთ 1/3 ჩ. კ. სოდა და ასე გაიმეორეთ, სანამ არ გახარჯავთ სოდას.
მზა ცომს გადააფარეთ ტილო და დააყოვნეთ 40 წუთი. ჰაეროვანი ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ ხაჭაპური, ლობიანი, ხორცისა და კარტოფილის ღვეზელები.