რას ნიშნავს კრემებზე BB, CC, DD და PP მარკირება?

BB კრემი კოსმეტიკურ ბაზარზე სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, მაგრამ ბევრ ქალს თავი უკვე შეაყვარა. ის გერმანელმა დერმატოლოგმა ღრმა პილინგის და კოსმეტიკური პროცედურის შემდეგ კანის შესახორცებლად და აღსადგენად შეიმუშავა. კორეელმა მწარმოებლებმა საშუალება უნივერსალური გახადეს და ფართო აუდიტორიისთვის გამოუშვეს.

ასეთ კრემებს როგორც შემნიღბავი, ასევე დამატენიანებელი თვისებები აქვთ. პროგრესი ერთ ადგილზე არ ჩერდება და უკვე გამოჩნდა ასეთი საშუალებები: CC, DD, PP და EE კრემები. დღეს გიამბობთ, რით განსხვავდება ეს მარკირება და რომელი კრემი რომელ კანს შეეფერება.

BB კრემი სახისთვის

1. BB კრემი

BB კრემი იშიფრება, როგორც beauty balm ან blemish balm, ანუ ბიუთი ბალზამი ან შემნიღბავი ბალზამი. ის კარგ დაფარვას ქმნის და ნებისმიერი სეზონისთვის გამოდგება. კარგ დამატენიანებელ კრემზე არა ნაკლებ ატენიანებს, ამიტომ კანზე ისეთი შეგრძნება უფრო გაქვთ როგორც კრემის წასმის შემდეგ, ვიდრე თხევადი ტონალური საშუალების შემდეგ.

BB კრემი გამონაყარს უმკლავდება, ანთებას აშრობს, სახის ფერს ათანაბრებს და ზედმეტ პიგმენტაციას აქრობს. მაკიაჟის შესანიშნავი საფუძველია, დეფექტებს ნიღბავს და კანს მზის სხივებისგან იცავს. BB კრემის სასარგებლოდ თავის მოვლის საშუალებებზე სრულად უარის თქმას არ გირჩევთ.

მას შეუძლია კანის დატენიანება, გაღიზიანების გაქრობა, მაგრამ მთავარი დამატენიანებელი საშუალების ჩანაცვლება არ შეუძლია. BB კრემი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება.

2. CC კრემი

BB კრემის წარმატების შემდეგ გამოჩნდა CC კრემი ან color control (ფერის კონტროლი). მისი ამოცანა უფრო ვიწროა – ფერის კორექცია. ის სიყვითლის ან კანის სიწითლის საწინააღმდეგოდ შექმნეს. მისი ტექსტურა BB კრემის შემადგენლობისგან განსხვავდება. ეს კრემი უფრო მსუბუქი და, როგორც წესი, გამოსაყენებლად უფრო მარტივია.

CC კრემი შეიცავს სინათლის ამრეკლავ ნაწილაკებს, რომლებიც კანს ანათებენ და ამით უფრო ახალ და თანაბარ ზედაპირს ქმნიან. ის მსუბუქი, უწონოა. მასში SPF ფილტრი და ანტიოქსიდანტები შედის, მაგრამ ეს პროდუქტს არ ამძიმებს. CC კრემი ცხიმიან ან პრობლემურ კანს არ უხდება.

3. DD კრემი

ანბანურ განვითარებაში ან ბგერით კრემებში კიდევ ერთი ნაბიჯი DD კრემი გახდა. ის არა იმდენად თანაბარ ფერს, არამედ დაცვას და მოვლას უზრუნველყოფს. DD იშიფრება, როგორც daily defense ან dynamic do-all („ყოველდღიური დაცვა“ ან „ყველაფრის ოსტატი“).

DD კრემი მზისგან და თავისუფალი რადიკალებისგან დამცავ მაღალ დონეს შეიცავს. შესანიშნავი ვარიანტი მეგაპოლისებში მცხოვრებლებისთვის. მისი ხშირად გამოყენება არ ღირს, რადგან ფორებს ავსებს. DD კრემი უფრო მეტად ასაკოვან კანს უხდება.

4. PP კრემი

Pink perfect („ვარდისფერი სრულყოფილება“) ან PP კრემი – მაკიაჟის ბაზაა. კრემის შემადგენლობაში სილიკონის ნაწილები კანის ყველა უსწორმასწორო ადგილს ავსებს, ზედაპირს აუმჯობესებს, ნაოჭებს, ნაიარევს ასწორებს და ფორებს ამცირებს. კანი თანაბარი და გლუვი ხდება. კრემის ვარდისფერმა შეფერილობამ არ შეგაშინოთ.

კანზე გამჭვირვალე და უხილავი ხდება. წინასწარ კანის გაწმენდა და დატენიანება არ დაგავიწყდეთ. PP კრემის წასმის შემდეგ თამამად შეგიძლიათ ჩვეულებრივი ტონალური საშუალება წაისვათ.

PP კრემი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, თუმცა პროდუქტი დამოუკიდებლად არ გამოიყენება.

5. EE კრემი

Extra exfoliation („ექსტრა ექსფოლიაცია“) ან EE კრემი, კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს, მზის სხივებისგან იცავს, ატენიანებს, ბზინვარებს და მსუბუქ შეფერილობას ანიჭებს. ზოგიერთი მზისგან დამცავ ფუნქციებს და აკნესთან ბრძოლას აერთიანებს. EE კრემი ხშირი გამოყენებისთვის არ გამოდგება და ნაზი და მგრძნობიარე კანისთვის რეკომენდებული არაა.

საშუალება შექმნილია მათთვის, ვისაც სახის უჟმური შეფერილობა და ბევრი შავი წერტილი აწუხებს. ზოგიერთი EE კრემი გაღიავების ეფექტით რუჟის მოყვარულებს გამოადგებათ: კრემი პიგმენტურ ლაქებს ნაწილობრივ დაფარავს.

როგორც ხედავთ, სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ამ საშუალებების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ფერში შეცდომა გაგიჭირდებათ, რადგან კანის ფერს შესანიშნავად ერგება. სჯობს ჰიდროფილური ზეთით ან ზეთის შემცვლელი საშუალებით მოიშოროთ.