უსიამოვნო სუნი ერთხელ და სამუდამოდ წარსულში რომ მოიტოვოთ, იხელმძღვანელეთ მარტივი ინსტრუქციით

ფეხის უსიამოვნო სუნი პრობლემაა, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ჩააგდოს უხერხულ მდგომრეობაში. სამწუხაროდ, თითქმის ყველა ადამიანს უოფლიანდება ფეხები, რასაც შედეგად მოჰყვება უსიამოვნო სუნის წარმოქმნა.

ამ პრობლემამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ამიტომ ყველა ცდილობს მისგან თავის დაღწევას.

თუ გსურთ მოცემული უსიამოვნო პრობლემისგან თავის დაღწევა, გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები:

1. ჰიგიენა

უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიების გამრავლების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული მონდომებით დაიბანეთ თითითებს შორის ადგილები და კარგად შეიმშრალეთ.

2. გამოიყენეთ ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი აურიეთ თბილ წყალში. მომზადებული ნარევით  გააჯერეთ მარლის საფენი და შემოიხვიეთ ფეხებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი.

3. წინდა

გამოიყენეთ მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილის წინდები, ის შთანთქავს სისველეს და აფერხებს უსიამოვნო სუნის წარმოქმნას, ხოლო სინთეტიკური ქოვილი აუარესებს მდგომარეობას.

4. გამოიყენეთ დეოდორანტი

ფეხის ანტიპერსპირანტები ამცირებს ოფლიანობას. დაბანის შემდეგ ფეხები კარგად შეიმშრალეთ და გამოიყენეთ ანტიპერსპირანტები.

5. ფეხსაცმლის დეზინფექცია

არ ჩაიცვათ ტენიანი ფეხსაცმელი, რადგან ის ხელს უწყობს ბაქტერიების განვითარებას, რასაც შედეგად მოჰყვება  უსიამოვნო სუნის წარმოქმნა.

6. ფრჩხილების დაჭრა

უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიების უმეტესობა  განთავსებულია ფრჩხილებში, სადაც კანი მკვრივდება.

7. ჩაის აბაზანები

შავი ჩაის ნაყენი ანადგურებს ბაქტერიებს, აგრეთვე ამცირებს ოფლიანობას. 15-30 წუთით გაიკეთეთ შავი ჩაის აბაზანები.

8. არომათერაპიის ზეთების გამოყენება

უსიამოვნო სუნის გასაქრობად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ლავანდის ზეთი. მოცემულ ზეთებს აქვთ ბაქტერიციდული ეფექტი.

ნუ იზარმაცებთ, შინ დაბრუნებისთანავე გაიხდეთ წინდა და დაიბანეთ ფეხი. ამ გზით შეძლებთ, აირიდოთ უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიების განვითარება.

9. მიმართეთ ექიმს

თუ თქვენ მოცემული პრობლემა აღგენიშნებათ და შეგაწუხათ ქავილმა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!