საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მათ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, იციან, რამდენად მტკივნეული და არასასიამოვნო შეიძლება იყოს ეს.
საჯდომი ნერვი ყველაზე გრძელი ნერვია ადამიანის ორგანიზმში, რომელიც მომდინარეობს წელიდან ქვემო მიმართულებით_დუნდულებისა და ბარძაყების გავლით ქვედა კიდურებისკენ. უმეტესეად, ტკივილი სხეულის ცალ მხარეს მოიცავს და მნიშვნელოვნად აფერხებს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას.
იშიაზი შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის ტრამვამ, დისკის დეგენერაციულმა დაავადებამ, სპინალურმა სტენოზმა.
საჯდომის ნერვის დაჭიმვის მთავარი მიზეზი არის მალთაშუა თიაქარი ან მალთაშუა დისკის გადაადგილება.
იშიაზის ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:
- მსუბუქი, ზომიერი ან ძლიერი ტკივილი, რომელიც მოდის ხერხემლიდან.
- უმოქმედობა ან სისუსტე დაზიანებულ ფეხში.
- დაზიანებულ მიდამოში მგრძნობელობის დაკარგვა.
- ძლიერი ტკივილი ზურგში, დუნდულებში, ფეხებსა და ტერფებში.
შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებს, რომლებიც სწრაფად და ეფექტურად უმკლავდება საჯდომი ნერვის ანთებით გამოწვეულ სიმპტომებსა და ტკივილს.
1. კურკუმა იშიაზის სამკურნალოდ
კურკუმა უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ ტკივილსა და ანთებას, მიიღეთ კურკუმასა და რძის ნარევი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 1 ჩ. ჭ.
- კურკუმა 1 ჩ. კ.
- თაფლი (თქვენი გემოვნების მიხედვით)
მომზადებისა და მიღების წესები:
რძე აადუღეთ, დაამატეთ კურკუმა და მოურიეთ. თბილს დაამატეთ თაფლი. მომზადებული მასა მიიღეთ დღეში 2-ჯერ.
2. ვალერიანის (კატაბალახა) ნაყენი
ვალერიანის ნაყენი ამშვიდებს დაჭიმულ ნერვს და ხსნის ქრონიკულ ტკივილს, რადგან ვალერიანი შეიცავს აქროლად ზეთებს, რომლებიც ამშვიდებს კუნთებს და ხსნის დაძაბულობას.
ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კატაბალახას ძირები (გამომშრალი) 1 ჩ. კ.
- ფინჯანი წყალი
მომზადებისა და მიღების წესები:
წყალი აადუღეთ და დაასხით ვალერიანის ძირებს. დაახურეთ ხუფი და დაელოდეთ გაგრილებას.
მომზადებული მასა მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა ერთი კვირა.
3. იშიაზის სამკურნალო წვენი
- უძლიერესი სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შვრია 2 ს. კ.
- ნუში 4 ცალი
- სოიოს რძე 1 ჩ. ჭ.
- თაფლი 2 ჩ. კ.
- ბანანი 1 ცალი
- ცოტა დარიჩინი
მომზადებისა და მიღების წესები:
ბანანი დაჭერით. ნუშს ცოტა ხნით დაასხით ცხელი წყალი და კანისგან გაასუფთავეთ. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გემრიელი და სასარგებლო კოქტეილი მიიღეთ ყოველდღიურად ტკივილების აღმოფხვრამდე ან, როცა ძალიან შეგაწუხებთ ტკივილი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!