
შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელიც ბევრი გემრიელი ინგრედიენტის არომატით არის გაჯერებული.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარტოფილი 500 გრ
- ხახვი 100 გრ
- შამპინიონი 500 გრ
- ქათმის ფილე 400 გრ
- რძე 0,5%-იანი 100 მლ
- ნაღები 10%-იანი 50 მლ
- ყველი 100 გრ
- ფქვილი 20 გრ
მომზადების წესი:
- ფილე დაჭერით ნაჭრებად და ზეთის გარეშე მოთუშეთ ტაფაზე. ეცადეთ არ დაბრაწოთ.
- რამდენიმე წუთის შემდეგ ფილე გადმოიტანეთ თეფშზე და იმავე ტაფაზე მოთუშეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ოთხნაწილად დაჭრილი შამპინიონი. თუშავთ წყლის აორთქლებამდე.
- კარტოფილი მოხარშეთ კანიანად. შემდეგ გააგრილეთ, გაფცქვენით და გახეხეთ.
- სოკოს მასას დაამატეთ ქათმის ფილე, დაასხით რძე, ნაღები, ფქვილი, მარილი, სანელებლები და აურიეთ.
- საცხობ ფორმაში გადაიტანეთ მომზადებული მასა, ზემოდან დაიტანეთ გახეხილი კარტოფილი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
- ღუმელი გაცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!