როგორ გავთავისუფლდეთ შებერილი მუცლისაგან რამდენიმე დღეში

სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც გაგათავისუფლებთ ზედმეტი წონისგან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი სხვა პრობლემისგან.

ძალიან ბევრი ადამიანი ებრძვის სიმსუქნეს, მაგრამ უშედეგოდ. შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლემამ გლობალური ხასიათი მიიღო. თითქმის ყველგან- ქალთა ფორუმებზე, სარეკლამო რგოლებში-მოგვითხრობენ აბების, მალამოების, ეფექტური დიეტების საოცარ შესაძლებლობებზე, რომელებიც თითქოს  რამდენიმე დღეში გაგათავისუფლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან. ქალბატონებიც არ იშურებენ თანხას და საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავენ ამ ჯადოსნურ საშუალებებში, მაშინ, როცა სმაყაროში უამრავი ნატურალური პროდუქტი არსებობს, რომელთა დახმარებით მოიშორებთ ზედმეტ წონას, გათავისუფლდებით შებერილი მუცლისგან და მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივ საშუალებას, რომელიც ეფექტურად წვავს ცხიმებს. ნატურალური საშუალების ერთ-ერთი იგრედიენტია დაფნის ფოთოლი. მიირთვით დაფნის ფოთლების ბაზაზე შექმნილი უძლიერესი ნაყენი და დაემშვიდობეთ ზედმეტ კილოგრამებს.

სასმელი სასიამოვნო, გემრიელი, არომატული და საოცრად ეფექტურია, რომელიც უმოკლეს დროში მოგცემთ შედეგს. გარდა იმისა, რომ ჩაი წონის დასაკლები საოცრად ეფექტური საშუალებაა, ამცირებს შაქრისა და ქოლესტერინის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს.

ჩაის შემადგენლობაში შედის კიდევ ერთი იგრედიენტი ლიმონი, რომელიც ვირუსების საწინააღმდეგო, სისხლის გამათხელებელი,   შარდმდენი, სისხლძარღვების გამაძლიერებელი, ჰიპეტენზიური საშუალებაა. ლიმონის დამატებით დაფნის ფოთლების ჩაი მოგიხსნით დაღლილობას, ორგანიზმს გააჯერებს ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით.

რეცეპტის შემადგენლობაში შედის სალბი-მცენარე, რომელიც უძვეესი დროიდან გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ. უძლიერესი მკურნალი ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას, ანადგურებს ბაქტერიებსა და ვირუსებს, აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ხსნის მენსტრუალურ ტკივილს.

როგორ მოვამზადოთ ჯადოსნური ჩაი

საჭირო იგრედიენტები:

  • დარიჩინი 1 ღერო
  • სალბის ფოთლები 1 ს. კ.
  • დაფნის ფოთოლი 3 ცალი
  • ლიმონი 1 ცალი (წვენი)
  • წყალი 1 ლ

მომზადების წესი:

აიღეთ ქვები, ჩაასხით წყალი და აადუღეთ, შემდეგ დამაამატეთ სალაბი, დაფნის ფოთლები, დარიჩინი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან, გააჩერეთ  ოთახის ტემპერატურაზე და დაამატეთ ლიმონის წვენი.

გასახდომი ჩაი მაზად არის.

გამოყენების წესები:

  1. სასმელი გამოყენებამდე გადაწურეთ. აუცილებლად მოამზადეთ საღამოს, დილით კი მიიღეთ მშიერ კუჭზე 1 ჩ. ჭ. ხოლო დარჩენილი მასა დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.
  2. სასმელი მიიღეთ 4 დღის განმავლობაში, შემდეგ დაისვენეთ რამდენიმე კვირა და კვლავ გაიმერეთ.
  3. გასახდომი ჩაის მიღების დროს რეკომენდებულია კვების რაციონიდნ ამოიღოთ ცხიმიანი საკვები და ტკბილეული.
  4. გასახდომი ჩაის მიღება ეკრძალებათ ნევრალგიით, ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ ადამიანებს, ორსულებს, ხოლო ჰიპერტენზიით დაავადებულებმა რეცეპტის შემადგენლობიდან უნდა ამოიღონ დარიჩინი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მოამზადეთ გასახდომი ჩაი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.