ეს საოცარი სასმელი ახალგზრდობისა და სილამაზის ელექსირია. საუბარი არის უმარტივეს და ყველასთვის ხელმისაწვდომ საშუალებაზე რძის შრატზე.
შრატის სასარგებლო შემადგენლობა
შრატი გაჯერებულია ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი უამრავი სასარგებლო კომპონენტით. როგორიცაა, მაგალითად, ლაქტოზა, ცილები, A,C, B ჯგუფის ვიტამინები, სასარგებლო მჟავები, მაგნიუმი და კალციუმი.
მდიდარი შემადგენლობით დატვირთული შრატი ფართოდ გამოიყენება როგორც კოსმეტიკური ხაზით, ასევე სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ. შეიძლება დაუჯერებლად გეჩვენებათ, მაგრამ ცადეთ და ერთხელ მაინც გამოიყენეთ ეს საოცარი საშუალება და დარწმუნდით მის ჯადოსნურობაში.
სტატიაში შემოგთავაზებთ შრატის ბაზაზე შექმნილი რამდენიმე საშუალების რეცეპტს, რომელთა მომზადება საშინაო პირობებში არის შესაძლებელი.
შრატი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და შლაკებისგან. მის შემადგენლობაში შემავალი ლაქტოზა ააქტიურებს ნაწლავის მიკროფლორას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
შრატის გამოყენება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც წონის პრობლემა აქვს. ეს ერთი შეხედვით პრიმიტიული საშუალება ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას.
აძლიერებს იმუნურ სისტემას-შრატის რეგულარული გამოყენებით ორგანიზმს აჯერებთ ვიტამინებით, რაც თავის მხრივ იწვევს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ენერგიის აღდგენას. გირჩევთ ყოველ დილით, მშიერ კუჭზე მიიღოთ 1 ჩ. ჭ. ეს ნატურალური სასმელი.
შრატი ხელს უწყობს ორგანიზმში სერატონინის-ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას. სასმელი მდიდარია კალიუმით, რომელიც გავლენას ახდენს გონებრივ კონცენტრეციაზე. და ბოლოს ვიტამინი B, რომელიც პასუხისმგებელია ემოციური მდგომარეობის სტაბილურობაზე. ე. ი. ამ საოცარი საშუალების წყალობით მოიხსნით ქრონიკულ დაღლილობასა და სტრესს.
ანტიოქსიდანტები-შრატის ყველაზე ღირებული კომპონენტი, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს. ამიტომ გამოიყენეთ შრატი სახის ნიღბების მოსამზადებლად.
შრატი სახის კანის პრობლემების წინააღმდეგ
იხილეთ სახის კანის სკრაბის რეცეპტი
საჭირო იგრედიენტები:
- შრატი
- ყავის ნალექი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
აიღეთ შრატის 2 წილი და ყავის 1 წილი, კარგად აურიეთ. საშუალება დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ, მოერიდეთ თვალის გარშემო ადგილებს, დააყოვნეთ 3 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სახის მკვებავი
საჭირო იგრედიენტები:
- შრატი
- ხაჭო
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული იგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით (1:1) და დაიყოვნეთ 20 წუთი. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
წვრილი ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება
შრატი ჩაასხით ყინულის ფორმებში და გაყინეთ.დილაობით ყინულის კუბიკებით სახის კანი დაიმუშავეთ, წაისვით დამატენიანებელი მალამო და მოემზადეთ მაკიაჟის გასაკეთებლად.
ეს პროდუქტი მართლაც, რომ გასაოცარია თავისი შემადგენლობით. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს საოცარი სითხე და მის ბაზაზე მოამზადეთ ნიღბები.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.