ვაშლის უგემრიელესი ნამცხვარი არაჟნის ბაზაზე. ნაზი და გემრიელი გამოდის

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, შეძლებთ ფუმფულა და ნაზი ბისკვიტის მომზადებას.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • სოდა მწიკვი
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. დაიმახსოვრეთ, რომ კვერცხი აუცილებლად უნდა იყოს ცივი. კარგი იქნება თუ კვერცხის ასათქვეფად გამოიყენებთ ღრმა თასს. თქვეფის დროს თასი ოდნავ დახარეთ. თქვეფთ მიქსერით. კვერცხიანი მასა 4-5-ჯერ უნდა გაიზარდოს. ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი და ვანილი.
  2. მცირე ულუფებით შეაზილეთ ფქვილი სოდასთან ერთად. ფრთხილად ურევთ ხის კოვზით.
  3. ბისკვიტის გამოსაცხობად გამოიყენეთ 25 სმ დიამეტრის ფოლადის მრგვალი საცხობი ფორმა მოსახსნელი გვერდებით. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ძირზე მოაყარეთ ფქვილი. მზა ცომი ნაზად გადაიტანეთ და თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე და ბისკვიტი შედეთ გამოსაცხობად. დაიმახსოვრეთ, ღუმელის კარი არ უნდა  გამოაღოთ, სანამ ბისკვიტი ცხვება, წინააღმდეგ შემთხვევაში  ჩაგივარდებათ. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი. მზა ბისკვიტი ღუმელიდან 5-10 წუთის შემდეგ გამოიღეთ.

ბისკვიტი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ. სადღესასწაულო ფუმფულა ბისკვიტიც მზად არის.