როგორ ჩავახშოთ სახსრებში მიმდინარე ანთებითი პროცესი და შევიმსუბუქოთ ტკივილი საშინაო საშუალებით

მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ინგრედიენტები, რომლებზედაც სტატიაში ვისაუბრებთ შეგიმსუბუქებთ სახსრების ქრონიკული ანთებით გამოწვეულ ტკივილს.

ანთება ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უმძიმესი პრობლემაა, რომლისგანაც უამრავი ადამიანი არის დაავადებული. ქრონიკული დაავადებებია: რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, პოდაგრა, ბურსიტი.

თუ დროულად არ მიიღებთ საჭირო ზომებს და არ გადახვალთ აქტიურ მოქმედებაზე, სახსრების ტკივილი შეიძლება მუდმივ და მტანჯველ ტკივილად გადაგექცეთ.

საბედნიეროდ, ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სმუზის წყალობით შეძლებთ სახსრების ანთებით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქებას.

სმუზის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

პროდუქტებით, რომელთაც შეუძლია სახსრების აღდგენა და ტკივილებისგან გათავისუფლება.

კურკუმა

კურკუმას საუკუნეების განმავლობაში იყენებენ აიურვედულ და ჩინურ მედიცინაში ჯანმრთელობასთან არსებულ სხვადასხვა პრობლემათა სამკურნალოდ. კურკუმა ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.

შავი პიმპილი

შავ პიმპილს სმუზებს ჩვეულებრივ არ უმატებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში შავი პიმპილი პასუხისმგებელია კურკუმას ანტიოქსიდანტური დონის გაზრდაზე. შავი პიმპილის შემადგენლობა გჯერებულია აქტიური ინგრედიენტით,  ეთერზეთებით მდიდარი, პიპერინით, რომელიც პასუხისმგებელი არის ანთების საწინააღმდეგო თვისებებზე.

ჯანაფილი

ჯანჯაფილი ქრონიკული ანთების საწინააღმდეგო უძლიერესი სამკურნალო საშულებაა.

ალუბალი

მჟავე ალუბალი ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივი ტკივიგამაყუჩებელი საშუალებაა. იგი მდიდარია A და C ვიტამინებით, აგრეთვე ბეტა-კაროტინით. C ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმიში კოლაგენის გამოსამუშავებლად. ალუბალი შეიცავს დიდი რაოდენობით  ანტოციანებს, რომლებიც ფოლობს უძლიერეს ანდიოქსიდანტურ თვისებებს და შეუძლია დაზიანებული სახსრის აღდგენა. შეგიძლიათ ალუბალი მიიღოთ ნედლი, გამომშრალი, გაყინული სახით. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტოციანებითა და C ვიტამინით მდიდარი კენკროვნები: მაყვალი, მოცვი და ჟოლო.

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომლებიც დაგიცავთ ართრიტისგან.

ანანასი

ანანასი შეიცავს ფერმენტს, ბრომელაინს, რომელიც ანთების საწიინააღმდეგო მრავალჯერ გამოცდილი  საშუალებაა. ბრომელაინს შეუძლია ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების შემცირება.

იხილეთ სამკურნალო საშუალების რეცეპტი

საჭირო ინგრედიენტები:

  • ანანასის ნაჭერი ½ ჩ. ჭ.
  • ალუბალი ნედლი ან გაყინული 1/3 ჩ. ჭ.
  • ჯანჯაფილის ნედლი კოჭა (გახეხილი) ¼ ჩ.კ
  • კურკუმა ½ ჩ. კ.
  • შავი პიმპილი მწიკვი
  • ქოქოსის ზეთი ½ ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და მიიღეთ მომზადებისთანავე. თუ ბევრი მოამზადეთ, მაშინ შეგიძლიათ მინის ჭურჭლით მაცივარში შეინახოთ. მაგრამ გირჩევთ, ახალ-ახალი მოამზადოთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალება, რომელიც ეფექტურიც არის და ყველასთვის ხელმისაწვდომი.