ქოლესტერინისა და ტრიგლიციდების დონის დამწევი ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე გირჩევთ, მოცემული პრობლემის მოგვარებას შეეცადოთ ბუნებრივი საშუალებებით.
პირველ რიგში, იკვებეთ სწორად, რადგან ეს საუკეთესო საშუალებაა ქოლესტერინის დონის ნორმალიზებისთვის და სისხლძარღვების მოქნილობის აღდგენად.
შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ქოლესტერინის დონის დარეგულირებას. სასმელი უმარტივესი მოსამზადებელია, გემრიელია და სასარგებლო.
გამწმენდი სასმელის ძირითადი ინგრედიენტი ფორთოხალია. ეს უგემრიელესი ციტრუსი გაჯერებულია ვიტამინებით, კერძოდ A, B, C, და ისეთი მინერალებით, როგორიცაა მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი. ფორთოხალი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს.
ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ფორთოხალი გიცავთ სხვადასხვა დაავადებებისგან და აფერხებს დაბერების პროცესს.
ბანანი შეიცავს ხსნად ბოჭკოებს, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად და ხელს უშლის მათ არტერიებში დაგროვებას.
სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ბანანი 1 ცალი
- ფორთოხალი 1 ცალი
- მცენარეული რძე 300 მლ (ქოქოსის, სოიოს, შვრიის ან თქვენთვის ხელმისაწვდომი)
- ცეიოლონის დარიჩინი ¼ ჩ. კ.
- ვანილი მწიკვი
- კაკაო 1 ჩ. კ. (სურვილისამებრ)
მომზადებისა და მიღების წესები:
ბანანი და ფორთოხალი კანისგან გაასუფთავეთ და დააბლენდერეთ, დაამატეთ რძე, დარიჩინი, ვანილი, კაკაო და კარგად აურიეთ.
გამწმენდი სასმელი მიიღეთ დღეში ერთხელ კვებათა შორის. გისურვებთ ჯანმრთელობას!