არგენტინული ორცხობილების, “ალფაჰორების” მარტივი რეცეპტი. თქვენს შვილებს უეჭველად შეუყვარდებათ

შემოგთავაზებთ არგენტინული უგემრიელესი ორცხობილების ,,ალფაჰორების“ რეცეპტს. ფხვიერი მინიატურული ორცხობილები, განსაკუთრებით გემრიელია ჩაისთან ერთად.

მოამზადეთ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეს გემრიელობა თქვენი ოჯახის საყვარელი დესერტი გახდება.

ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 200 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • სახამებელი 80 გრ
  • შაქრის ფხვნილი 70 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ვანილი ან ვანილის შაქარი 8 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ
  • მარილი მწიკვი
  • მოხარშული შესქელებული რძე 200 გრ
  • ნიგოზი 40 გრ ან ქოქოსის ფანტელი 20 გრ
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კვერცხი კარგად ათქვიფეთ. ცალკე თასში აურიეთ ფქვილი, სახამებელი და გამფხვიერებელი.
  2. მიქსერით ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, შაქარი და ვანილის შაქარი. შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი.
  3. კვერცხიანი და ფქვილიანი მასები ერთმანეთს შეურიეთ და მოზილეთ ცომი. ცომს გადააფარეთ საკვების ცელოფანი და 60 წუთით შედეთ მაცივარში.
  4. ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ 5 მმ სისქის ფენად. ორცხობილების დასაჭრელად გამოიყენეთ ჩაის ჭიქა.
  5. საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ორცხობილები (დაიცავით მანძილი). ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
  6. ნიგოზი ძალიან წვრილად დაჭერით. მზა ორცხობილები შეაერთეთ შესქელებული რძით. შესქელებული რძე წაუსვით გვერდებზეც და ორცხობილები ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში ან ნიგოზში.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!