დაახამხამეთ თვალები 2 წუთის განმავლობაში. ეს თვალებში სისხლის მიმოქცევას არეგულირებს.
დაატრიალეთ თვალები წრიულად, ჯერ მარჯვნიდან მარცხნივ, შემდეგ მაღლიდან დაბლა.
გაიხედეთ მარჯვნივ და შემდეგ ნელა გადაიტანეთ მზერა მარცხნივ. გაიმეორეთ იგივე ქმედება საპირისპირო მხარეს.
დახუჭეთ თვალები და დაისვენეთ. სიბნელე ფოტორეცეპტორების უჯრედების გაძლიერებაში გეხმარებათ.
გაიხედეთ სხვადასხვა მხარეს. დახატეთ წარმოსახვითი ფიგურა მხედველობით
დახუჭეთ თვალები მჭიდროდ 3-5 წამით, შემდეგ გააღეთ. გაიმეორეთ ეს შვიდჯერ. ამით თვალის კუნთებს დაასვენებთ და სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებთ.
მსუბუქად მიაწექით თვალის გუგებს თითებით, შეინარჩუნეთ ზეწოლა 2 წამის განმავლობაში, გაიმეორეთ ხუთჯერ. ეს შიდა სითხეების მიმოქცევას უწყობს ხელს.
შეინარჩუნეთ თვალები გახელილ მდგომარეობაში და დახატეთ მზერის გამოყენებით წარმოსახვითი მარტივი ფიგურები, შემდეგ გადადით რთული გეომეტრიული ფიგურების გამოსახვაზე.
დახუჭეთ თვალები და ნელა ამოძრავეთ გუგები ზემოდან ქვემოთ და პირიქით. გაიმეორეთ ათჯერ.
გაიძლიერეთ შორი და ახლო მხედველობა:
დაჯექით სავარძელში ან დადექით ცარიელი კედლის წინ. მიიტანეთ თითი თქვენი თვალების წინ 25 სანტიმეტრის დაშორებით და ფოკუსირდით მასზე 15 წამის განმავლობაში. შემდეგ ფოკუსირდით 15 წამით ნივთზე, რომელიც თქვენგან დაახლოებით 5 მეტრის დაშორებითაა. ამის შემდეგ გადაიტანეთ 15 წამით ფოკუსი ისევ თქვენს თითზე. გაიმეორეთ ეს პროცესი ხუთჯერ.