
შემოგთავაზებთ ანანასის არომატით გაჯერებული ხაჭოს ღვეზელის რეცეპტს. დესერტი გამოდის ფუმფულა, ჰაეროვანი და საოცრად გემრიელი.
ღვეზელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 300 გრ
- კეფირი 200 მლ
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ზეთი 100 მლ
- კვერცხი 2 ცალი
- გამაფხვიერებელი 12 გრ
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 250 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- შაქარი 3 ს. კ.
- ვანილი
- დაკონსერვებული ანანსი 1 ქილა (380 გრ)
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ კეფირი, ზეთი და აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მიიღებთ სქელი არაჟნის სისქის ცომს.
- გულსართის მოსამზადებლად აურიეთ ხაჭო, კვერცხი და შაქარი.
- გამოსაცხობად დასჭირდება 22 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. ფორმას წაუსვით ზეთი, გადაიტანეთ ცომი და თანაბრად გაანაწილეთ.
- ხაჭოს შიგთავსი გაყავით 2 ნაწილად და ჯერ ერთი ნაწილი დადეთ ცომზე ალაგ-ალაგ. შემდეგ დააწყვეთ ანანსის ნაჭრები და შიგთავსის დარჩენილი ნაწილი ისევ ალაგ-ალაგ გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50 წუთი.
ღვეზელი გააგრილეთ და ფორმიდან შემდეგ ამოიღეთ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!


