ხაჭოს ფუნთუშების მთელი გორა სულ რაღაც 15 წუთში. ისეთი ნაზი და გემრიელია, კიდევ ბევრჯერ მოვამზადებ

შემოგთავაზებთ ხაჭოს ფუმფულა ფუნთუშების რეცეპტს. შეგიძლიათ რამდენიმე წუთში ჰაეროვანი, უგემრიელესი და ოქროსფრად დაბრაწული დესერტით გაუმასპინძლდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს. ფუნთუშები უგემრიელესია როგორც ტკბილი, ისე მარილიანი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 250 გრ
  • კვერცხი 2 ცაალი
  • შაქარი 5 ს. კ.
  • მარილი მწიკვი
  • ვანილი
  • გამაფხვიერებელი 12 გრ
  • ფქვილი 250 გრ
  • რძე 2 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ მარილი, ვანილი, ხაჭო და აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  2. ცომი უნდა იყოს რბილი და ხელებზე ოდნავ უნდა ეწებებოდეს. შემდეგ სველი ხელით  გამოხელეთ პატარა ფუნთუშები და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი.
  3. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-17 წუთი. 12 წუთის შემდეგ გამოიღეთ, ფუნთუშებს ფუნჯით გადაუსვით რძე, მოაყარეთ შაქარი და 3-5 წუთით კვლავ შედეთ ღუმელში.

რამდენიმე წუთში სასიამოვნო სურნელი დატრიალდება და ხაჭოს გემიელი ფუნთუშები თქვენს საუზმეს ბედნიერებასა და ხალისს შეჰმატებს.