ძალიან ბევრ ადამიანს ჩვევად აქვს, დილა დაიწყოს ლიმონიანი თბილი წყლით, მაგრამ თუ გსურთ, მიიღოთ ამ სასმელის სარგებელი, ის უნდა მოამზადოთ სწორად.
ნარევის მთავარი უპირატესობა ტოქსინების განეიტრალება და ორგანიზმიდან მათი გამოდევნაა. ის გაძლევთ საშუალებას გაიძლიეროთ იმუნიტეტი, სწრაფად დაიკლოთ წონაში და ასევე მოიგვაროთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ლიმონის ნახარშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ნახევარი ლიმონი
- 1 ლ წყალი
მომზადების წესი:
- ნახარშს ამზადებთ საღამოს და დალევას იწყებთ დილიდან.
- მთავარია, არ დაუშვათ შეცდომა და არ გამოიყენოთ ლიმონის წვენი.
- ლიმონი დაჭერით თხელ ნაჭრებად და ჩააგდეთ ადუღებულ წყალში და ადუღეთ 1-2 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ ხუფი და დააყოვნეთ 10-15 წუთი.
- დეტოქს სასმელიც მზად არის. შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი.
- ნახარში გაყავით რამდენიმე ნაწილად და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. აუცილებელია, 1 ჩ. ჭ. მიიღოთ უზმოზე, ხოლო დანარჩენი_თქვენთვის ხელსაყრელ დროს.
ჩვენი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის დილა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ დაიწყებთ მას. დაიწყეთ დილა ლიმონის ნახარშით და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.