შემგთავაზებთ არაჟნისა და პამიდვრის სოუსით გაჯერებული ხორცის უგემრიელესი ბურთულების რეცეპტს.
კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ღორის ხორცი 400 გრ
- ხახვი 1 თავი
- ბრინჯი 1 ჩაის ჭიქაზე ცოტა ნაკლები
- მარილი, პილპილი გემოვნებით
სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- არაჟანი 2 ს. კ.
- სტაფილო 2 ცალი საშუალო ზომის
- პამიდორი 2 ცალი
- წყალი 300-400 მლ
- ფქვილი 4 ს. კ.
- მარილი, პილპილი, შაქარი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში. ხორცი გაატარეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კვერცხი, მოხარშული ბრინჯი და შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
- სოუსის მოსამზადებლად პამიდორი გახეხეთ წვრილ სახეხზე ან დააბლენდერეთ, დაამატეთ 2 ს. კ. არაჟანი, მარილი, პილპილი, შაქარი გემოვნებით. სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე და მოთუშეთ ტაფაზე, დაამატეთ პამიდორი, არაჟანი, დაასხით წყალი. სოუსი შეაზავეთ მარილით, პილპილით და აადუღეთ.
- ხორცისგან გამოხელეთ ბურთულები, ამოავლეთ ფქვილში, ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით მზა სოუსი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ქვაბს ცოტა ხნით დაახურეთ ხუფი. მოსამზადებლად დასჭირდება 20-25 წუთი.
მოამზადეთ ხორცის უგემრიელესი ბურთულები და ისიამოვნეთ!