კარტოფილის გრატინი, რომელიც ჩემს მეუღლესა და შვილებს ძალიან უყვართ. მოსამზადებლად უმარტივესია

კარტოფილის გრატინი ორიგინალური და ნოყიერი კერძია, რომლის მოსამზადებლად მინიმალური ინგრედიენტები გჭირდებათ. კერძი გამოდის ძალიან გემრიელი და არომატული.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 4-5 ცალი
  • პამიდორი 1 ცალი
  • ბულგარული პილპილი 1 ცალი
  • ხახვი გემოვნებით
  • ნაღები 1 ჩ. ჭ.
  • სულგუნი 80 გრ
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) 1/3 ჩ. კ.
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი, პამიდორი, ხახვი და ბულგარული პილპილი დაჭერით თხელ მრგვალ ნაჭრებად. ნაღები შეაზავეთ მარილითა და მუსკატით. სულგუნი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. მზა ინგრედიენტები გაყავით 2 ნაწილად.
  2. საშუალო ზომის საცხობ ფორმაში ჯერ ინგრედიენტების ერთი ნაწილი დააწყვეთ შემდეგი თანმიმდევრობით: კარტოფილი, ხახვი, ბულგარული პილპილი, პამიდორი, სულგუნი და მოასხით ნაღები. შემდეგ იგივე თანმიმდევრობით დააწყვეთ დარჩენილი ინგრედიენტები.
  3. კერძი 10 წუთის განმავლობაში მოამზადეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ კიდევ 15 წუთის განმავლობაში ამზადებთ 160 გრადუს ტემპერატურაზე.

ოქროსფრად დაბრაწული კერძი ისეთი ლამაზია, რომ უარს ვერ იტყვით მის დაგემოვნებაზე.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!