მოამზადეთ და მიირთვით შვრიის წყალი: მოგიწესრიგბთ წნევას, ქოლესტერინის დონეს და გააქტიურებს წონის კლებას

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სამკურნალო სასმელის, შვრიის წყლის, რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის დარეგულირებას, წონის სწრაფად დაკლებას.

შვრია გაჯერებულია ბეტა-გლუკანებით, ხსნადი ბოჭკოებითა და პოლიფენოლებით, რომლებიც უძლიერესი ანტიოქსიდანტებია.

შვრიის წყლის დახმარებით დაირეგულირებთ შაქრის დონეს სისხლში. ის ასევე აბალანსებს მადას, რაც ამცირებს  მოხმარებული საკვების რაოდენობას და ხელს უწყობს არასასურველი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.

გარდა ამისა:

  • შემოთავაზებული სასმელი ხელს უწყობს გახდომას, მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
  • ბოჭკოებით მდიდარი შვრიის წყალი ყაბზობის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა.
  • თუ თქვენ ვარჯიშის დაწყებამდე 1 საათით ადრე მიიღებთ შვრიის წყალს, შეძლებთ მეტაბოლიზმის ასწრაფებას. სასმელი აღგავსებთ ენერგიით და შედეგიც უფრო ეფქტური გექნებათ.
  • ხსნადი ბოჭკოებით გაჯერებული შვრიის წყალი ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
  • არეგულირებს შაქრის დონეს და აგარიდებთ სისხლში შაქრის უეცარ ვარდნას. არეგულირებს სისხლის წნევას.
  • იგი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი ნერვული სისტემისთვის.
  • ბოჭკოებით მდიდარი შვრია აუმჯოებესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.

შვრიის წყლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი 1 ჩ. ჭ.
  • გაფილტრული წყალი 6-8 ჩ. ჭ.
  • დარიჩინის ფხვნილი ან კაკაო 1 ჩ. კ.
  • თაფლი გემოვნებით

მომზადების წესი:

შვრიას დაასხით წყალი და დააყოვნეთ 7 საათი. შემდეგ წყალი გადაღვარეთ და მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სასმელი გადაწურეთ, გადაიტანეთ მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.

მიღების წესები:

შვრიის წყლის უზმოზე მიღება არ შეიძლება, ჯერ მიირთვით თქვენთვის სასურველი სმუზი, 20-25 წუთის შემდეგ მიიღეთ შვრიის წყალი. შეგიძლიათ მიიღოთ ჭამიდან ჭამამდე შუალედში.

შვრიის წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ სმუზებში როგორც ძროხის რძის შემცვლელი.

მოამზადეთ უგემრიელესი სასმელი უზარმაზარი პოტენციალით და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები!